კავკასუს ონლაინის ქსელის აბონენტებისთვის Youtube.com დაახლოებითც 20 წუთის განმავლობაში მიუწვდომელი იყო. ნეტგაზეთთან საუბარში კავკასუსის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ  პრობლემა არ არსებობდა და ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.

Screen Shot 2016-03-11 at 4.42.36 PM

თუმცა ჩვენ კავკასუსის 8 სხვადასხვა აბონენტმა გვითხრა, რომ ვებგვერდზე შესვლას ვერ ახერხებდა.

უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი სავარაუდოდ ერთ-ერთი საჯარო პირის შესახებ დღეს სწორედ Youtube.com-ის მეშვეობით გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოს, რომელიც ამჟამად უკვე წაშლილია.  2015 წლის ნოემბერში, როდესაც ძალოვან უწყებებს “ისლამური ხალიფატის” ერთ-ერთი გვერდის გათიშვა სურდათ, დროებით ვორდპრესის ჰოსტინგზე მყოფი სხვა საიტებიც გაითიშა.

Youtube.com ხელმისაწვდომი იყო სილქნეტის აბონენტებისთვის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *