ახალი ამბები

“მოხსენი!” – აუდიტორია #115-ის მოწოდება გიორგი გაფრინდაშვილს

11 მარტი, 2016 • 1328
“მოხსენი!” – აუდიტორია #115-ის მოწოდება გიორგი გაფრინდაშვილს

”მოხსენი”, ”რეალური ავტონომია უნივერსიტეტს,” – ამ ლოზუნგებით თსუ-ს პირველ კორპუსში აუდიტორია #115-ის წევრებმა ცოცხალი ჯაჭვით დემონსტრაციული მსვლელობა მოაწყვეს. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია – კანცლერობის კანდიდატმა, გიორგი გაფრინდაშვილმა მოხსნას საკუთარი კანდიდატურა.

პირველი კორპუსის ფოიედან სტუდენტებმა თსუ-ს მეორე კორპუსთან გადაინაცვლეს, სადაც იურიდიული ფაკულტეტი მდეობარეობს. სტუდენტების თქმით, თვითმმართველობამ მათ ბრბო უწოდა. მეორე კორპუსთან სტუდენტების აქციამ ამის გამო გადაინაცვლა.

“ვეუბნებით მათ, რომ ბრბო არ ვართ,” – ამბობენ სტუდენტები.

სტუდენტური მოძრაობის წევრები ამ დროისთვის ისევ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ბრუნდებიან.

დაიწყოს გამოძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობის შესახებ, მოხდეს კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირება, შეწყდეს თვითმმართველობის პრივილეგიების წახალისება ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან, მოხდეს თვითმმართველობის ფუნქციის და ადმინისტრაციული უფლებების მინიმალიზაცია, – ამ მოთხოვნებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გრძელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი