რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მკვეთრად შემცირდა. 2026 წელს ეს მაჩვენებელი 2025 წელთან შედარებით ორ მესამედამდე შემცირდა და კლება კვლავ გრძელდება. ინფორმაციას TASS ავრცელებს.
„სიტუაცია, რომელიც ამჟამად ვითარდება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში, პროგნოზირებადი იყო. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ჩვენს სომეხ კოლეგებს ვეუბნებოდით, რომ ასეთი რისკები არსებობდა, კერძოდ სავაჭრო ბრუნვის შემცირების რისკები“, – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, 2024 წელს სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი შეადგინა.
„გასულ წელს ის 8 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. წელს სავაჭრო ბრუნვის ძალიან დრამატული ვარდნაა, დაახლოებით 2025 წლის მაჩვენებლის ორ მესამედამდე. ვითარება ისეთია, რომ შემცირება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, – განაცხადა ოვერჩუკმა.
რუსეთმა სომხეთში 7 ივნისს დაგეგმილი არჩევნების წინ სომხური პროდუქციის ნაწილის იმპორტზე შეზღუდვები დააწესა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
