საზოგადოება

„რუსულ კანონს“ სახელმწიფო მდივნის თანაშემწეც ეხმაურება

10 აპრილი, 2024 • 578
„რუსულ კანონს“ სახელმწიფო მდივნის თანაშემწეც ეხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენი შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივებით.

„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივებით, რომლებიც საქართველოს ევროპიდან ჩამოშორების საფრთხეს ქმნის. აშშ ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებების დასაცავად ყველასთვის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩათვლით“, — წერს ობრაიენი X-ზე.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დააბრუნა შარშან მასობრივი პროტესტის ფონზე ჩაგდებული „რუსული კანონი“, ასევე დაარეგისტრირა ჰომოფობიური ხასიათის კონსტიტუციური კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი