საზოგადოება

პრემიერთან საუბრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი გადადგა – მთავრობა

1 მარტი, 2024 • 1763
პრემიერთან საუბრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი გადადგა – მთავრობა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს”, – აცხადებენ მთავრობაში.

ზურაბ აზარაშვილი მინისტრის თანამდებობაზე ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. შემდგომში თავის კაბინეტში ირაკლი კობახიძემაც დაასახელა, თუმცა ახალი მთავრობის ფორმირებიდან რამდენიმე კვირაში პოსტი დატოვა სწორედ “კობახიძესთან საუბრის შემდეგ”.

უკვე ცნობილია, რომ ირაკლი კობახიძეს წინა მთავრობისაგან განსხვავებული ხედვა აქვს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. მან შეაჩერა თბილისის ცენტრში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კლინიკაში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი და განაცხადა, რომ საავადმყოფო არ დაინგრევა, სანამ ახალი შენობა არ აშენდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი