საზოგადოება

ნატა ფერაძეს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

2 თებერვალი, 2024 • 1947
ნატა ფერაძეს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმის საქმეზე სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა მიიღო.

„ციხეში მიშვებენ. სასამართლომ დაადგინა“, — დაწერა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში.

მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმის შესახებ ინფორმაცია 9 იანვარს გავრცელდა. ხატზე საღებავის შესხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად თავად აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. ამას სოციალურ ქსელში მისი შეურაცხყოფა და მუქარები მოჰყვა. მუქარების გამო ნატა ფერაძემ იმავე დღეს პოლიციას მიმართა.

სტალინის გამოსახულებიანი მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის ფაქტზე შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს

მასალების გადაბეჭდვის წესი