ახალი ამბები

ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა

7 თებერვალი, 2024 • 841
ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა

აქტივისტმა ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა. 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, რომელიც სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმისთვის დააკისრეს, დღეს გავიდა.

ფერაძე 2 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს. 5-დღიანი პატიმრობა მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევისთვის დაეკისრა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი