ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) იტყობინება.
ევროპულმა საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს. საბჭომ მოიწვია კომისია, რათა მარტამდე მოამზადოს ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად.
„იმედის ნათელი სიგნალი მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტისთვის“, — დაწერა შარლ მიშელმა.
The European Council has decided to open accession negotiations with Ukraine & Moldova. #EUCO granted candidate status to Georgia. And the EU will open negotiations with Bosnia and Herzegovina once the necessary degree of compliance with the membership criteria is reached and…
— Charles Michel (@CharlesMichel) December 14, 2023