საზოგადოება

ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ხალხი – ზელენსკი ზურაბიშვილს

26 ნოემბერი, 2023 • 978
ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ხალხი – ზელენსკი ზურაბიშვილს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ჰოლოდომორის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.

„სოლიდარობას გამოვხატავთ უკრაინის მიმართ ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენ პატივს მივაგებთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლებს.

90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკისადმი წინააღმდეგობა რჩება ჩვენს საერთო მოვალეობად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისტორია არ განმეორდება“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

სალომე ზურაბიშვილს პოსტის კომენტარებში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ უკრაიანამ და საქართველომ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ.

„ვაფასებ თქვენს სოლიდარობას უკრაინის მიმართ ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული ბევრი ტანჯვა გადაიტანეს. ჩვენ ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი“, – დაწერა ზელენსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი