საზოგადოება

უკრაინის გამარჯვება საქართველოს დეოკუპაციის საშუალებას გააჩენს – ზელენსკი

28 აგვისტო, 2023 • 1723
უკრაინის გამარჯვება საქართველოს დეოკუპაციის საშუალებას გააჩენს – ზელენსკი

უკრაინის გამარჯვება დაასრულებს რუსეთის მიერ საქართველოსა და მოლდოვის ოკუპაციას და გაათავისუფლებს ბელარუსს ალექსანდრე ლუკაშენკოს დიქტატურისგან, მიიჩნევს უკრაინის პრეზიდეტი, ვოლოდიმირ ზელენსკის.

ამასთან ერთად, ზელენსკიმ უკრაინის ტელემარათონის ეთერში აღნიშნა, რომ ოკუპაციის დასრულება მოხდება არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით.

„მიმაჩნია, რომ უკრაინის გამარჯვება წერტილს დასვამს არა მარტო ბელარუსის [გათავისუფლება ლუკაშენკოსგან], ეს აგრეთვე არის გაუერთიანებელი მოლდოვას საკითხი, საქართველოს საკითხი. დარწმუნებული ვარ, უკრაინის გამარჯვება ამ სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნების პოლიტიკურად გადაწყვეტის საშუალებას გააჩენს“, – ციტირებს ზელენსკის „გორდონი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი