საზოგადოება

ჩეჩნეთში გროზნო-თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება სურთ

11 ივლისი, 2023 • 1176
ჩეჩნეთში გროზნო-თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება სურთ

ჩეჩნეთის ტრანსპორტის მინისტრმა რამზან ჩერხიგოვმა და კომპანია „აზიმუტის“ ხელმძღვანელმა ედუარდ ტეპლიცკიმ განიხილეს გროზნოსა და სხვადასხვა ქალაქს, მათ შორის თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება.

„განვიხილეთ რიგი პერსპექტიული პროექტებისა. შეხვედრაზე დავსახეთ პირდაპირი ავიამიმოსვლის მიმართულებები, მათ შორის, სოჭი, ვოლგოგრადი, თბილისი და ჯიდა“, – ციტირებს მინისტრს „ჩეჩნია თუდეი“.

„აზიმუტი“ არის ერთ-ერთი რუსული კომპანია, რომელიც რუსეთიდან საქართველოში პირდაპირ რეისებს ანხორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი