საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტი სტრასბურგში, სადაც ევროპარლამენტში სიტყვით უნდა გამოსულიყო, საქართველოს მთავრობის მხრიდან “ხელოვნურად გაჭიანურებული” თანხმობის მიღების პროცესის გამო გადადო. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, “უმნიშვნელოვანესი ვიზიტი” ქალაქ სტრასბურგში “ნაბიჯი უნდა ყოფილიყო დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით”.
“ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში 18 აპრილს იგეგმებოდა.
მთავრობა უარყოფს, რომ მის გამო გადაიდო ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბურგში








