საზოგადოება

„არა რუსულ კანონს და საერთოდ ყველაფერ რუსულს!“ — „ლოკომოტივის“ დირექტორი

7 მარტი, 2023 • 1177
„არა რუსულ კანონს და საერთოდ ყველაფერ რუსულს!“ — „ლოკომოტივის“ დირექტორი

საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ დირექტორმა გიორგი ყიფიანმა პირად ფეისბუკგვერდზე დაგმო რუსული კანონპროექტები, რომლის მიღებასაც საქართველოს ხელისუფლება სამოქალაქო სექტორისა და მედიის შესაზღუდად აპირებს.

მსგავსი კანონით რუსეთში 2012 წლიდან ჯერ შეზღუდეს, შემდეგ კი ქვეყნიდან საბოლოოდ გააძევეს დასავლური არასამთავრობოები და მედიასაშუალებები.

„თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი და ფასეული ღირებულება არ არსებობს! სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით და მასზე შეთანხმებით უნდა ხდებოდეს ყველა მოქმედება, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს, იქნება ეს კანონის ცვლილება თუ კონკრეტული რეფორმა,  არ აქვს მნიშვნელობა…

არა რუსულ კანონს და საერთოდ ყველაფერ რუსულს!“ — წერს გიორგი ყიფიანი.

საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ დირექტორამდე რუსული კანონები დაგმეს ფეხბურთელმა შოთა არველაძემ, საფეხბურთო კლუბებმა: თბილისის „დინამომ“, „გაგრამ“, „ზესტაფონმა“.


უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.

კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი