საზოგადოება

მელია: სადაც და როცა გნებავთ — მზად ვარ არჩევნებისთვის

9 ნოემბერი, 2022 • 731
მელია: სადაც და როცა გნებავთ — მზად ვარ არჩევნებისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს.

მელია პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა თანაპარტიელების განცხადებას შიდაპარტიული არჩევნების თაობაზე. ნიკა მელიას თქმით, ბრიფინგზე არაფერი ახალი არ თქმულა, გარდა თავად განცხადების ფორმისა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარტიაში ყოველდღიური ინტენსიური მსჯელობა მიმდინარეობდა ერთიანი კონსოლიდირებული პარტიული პოზიციების ჩამოსაყალიბებლად, რომლის შემდეგაც უნდა მომხდარიყო საზოგადოების ინფორმირება.

„უახლოესი პერიოდი მოჰფენს ნათელს, თუ რა გახდა ამ საკითხის ასე ნაჩქარევად, ამ ფორმით, მოუმზადებლად გამოტანის რეალური მიზეზი მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი უნდა გვესაუბრა ევროპარლამენტარების განცხადებებზე პოლიტპატიმრებთან მიმართებაში“, — განაცხადა მელიამ.

მელიას თქმით, თვე-ნახევრის წინ თანაპარტიელების წინაშე პირადად გამოვიდა არჩევნების ჩატარების ინიციატივით, მათ შორის იმ ადამიანების წინაშე, ვინც დღეს ბრიფინგი გამართეს.

„თანხმობა არჩევნების ჩატარებაზე იყო ყველა ჯგუფის მხრიდან. ერთადერთი მსჯელობის საგანი რჩებოდა, როდის და როგორ? თუ რამე არის ჩემთვის კომფორტული, ეს არის გარე თუ შიდა ტიპის არჩევნები, განსაკუთრებით ,როდესაც ის უზრუნველყოფილია ათიათასობით ამომრჩევლის თანამონაწილეობით; არჩევნები, სადაც შესაძლებლობა გეძლევა, ესაუბრო საკუთარ ამომრჩეველს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა, რასთან დაკავშირებითაც მათთან მსურს საუბარი. მსურს ყველამ იცოდეს — მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მით უფრო, რომ ძალიან ბევრი სიმართლის თაობაზე სასაუბრო მაქვს საკუთარი პარტიის ამომრჩეველთან. მხოლოდ, ეს უნდა მოხდეს არჩევნების ფორმატში. პატივისცემით, ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როდესაც გნებავთ, მზად ვარ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად“, — განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ დანარჩენ დეტალებზე პარტია იმსჯელებს.

მათ შორის იმ ადამიანების თანამონაწილეობით, ვინც დღეს, ჩემი ღრმა რწმენით, გააკეთეს ძალიან ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც, როგორც ჩანს, ძალიან შორს მიმავალი მიზნები აქვს“, — დასძინა ნიკა მელიამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში კონკურენტი უახლოეს პერიოდში გამოუჩნდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითხოვენ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

ამის შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ბრიფინგი გამართეს ენმ-ის წევრებმა: ირაკლი ნადირაძემ, თაკო მეტრეველმა (რუსთავის საკრებულოს წევრი) თათია ნიკოლაიშვილმა (ოზურგეთის საკრებულოს წევრი) და ბონდო თედორაძემ (ქობულეთის მერობის კანდიდატი 2021 წელს).

როგორც ენმ-ის და თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია იყოს ძლიერი, ორგანიზებული და ქმედითი, რადგან „მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს გათავისუფლების და ოლიგარქის დამარცხების მთავარი ინსტრუმენტი“ ძლიერი „ნაციონალური მოძრაობაა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

ენმ-ის წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

როგორც ისინი აცხადებენ, ენმ-ში შიდა არჩევნების ჩატარების ინიციატორი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია იყო და ეს საკითხი უკვე რამდენიმე კვირაა პარტიაში განიხილება.

ენმ-ში აკრიტიკებენ თანაპარტიელებს, რომლებმაც შიდა არჩევნები საჯაროდ მოითხოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი