საზოგადოება

ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის მოზარდი კლინიკიდან გაწერეს

16 ოქტომბერი, 2022 • 1089
ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის მოზარდი კლინიკიდან გაწერეს

ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდი კლინიკიდან დღეს, 16 ოქტომბერს გაწერეს.

„ნიუ ჰოსპიტლის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის თქმით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და მას რეაბილიტაციის გავლა სახლშიც შეუძლია.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, ახლადგახსნილ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად 13 წლის ორი ბიჭი შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა. მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩავიდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. დანარჩენი ორი მოზარდი დაშავა, თუმცა ამ დროისთვის ორივე გაწერილია კლინიკიდან.

განახლებული შადრევანი შემთხვევის წინა დღეს გახსნა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გამოძიებამ გამოავლინა თუ არა ვინმეს დანაშაული.

მასალების გადაბეჭდვის წესი