საზოგადოება

გრინსერვისის დირექტორი ვაკის პარკში მომხდარს “წინაწარ განზრახულ ქმედებას” უკავშირებს

15 ოქტომბერი, 2022 • 2168
გრინსერვისის დირექტორი ვაკის პარკში მომხდარს “წინაწარ განზრახულ ქმედებას” უკავშირებს

ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული კომპანიის, “გრინსერვის პლუსის” დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე აცხადებს, რომ ისინი პასუხისმგებლები არიან იმ სამუშაოებზე, რაც შეასრულეს. სამუშაოები კი ყველა ნორმის დაცვითაა ჩატარებული.

“სანამ ეს აპრატურა საქართველოში ჩამოვიდოდა, შემოწმებული იყო. ამის ტესტირები ანგარიშები არსებობს და დევს პოლიციაში.

ძალიან არ მინდა ვთქვა, მაგრამ ერთადერთ რამეს [ვუკავშირებ მომხდაარს], წინასწარ განზრახულ ქმედებას. ამას უკვე გამოძიება დადგენს. ჩვენი თანამშრომლები წინა დღეს 3 საათი მუშაობდნენ ჩართულ აუზში, ამოწმებდნენ და ასწორებდნენ. სამჯერ ჩახტა ძაღლი, ამის კადრებიც არსებობს. ჩვენ ეს ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში გვქონდა და ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა არ აღმოგვიჩენია. ძალიან ბევრ დამთხვევაა და ასე არ ხდება”, – განაცხადა ფურცხვანიძემ მას შემდეგ რაც მან გამოკითხვის შემდეგ პოლიციის შენობა დატოვა.

13 ოქტომბერს ვაკის პარკში, შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ერთი მათგანი ხეჩინაშვილის კლინიკაში, მეორე კი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იაშვილის კლინიკაში მყოფ მესამე ბავშვს სიცოცხლესთან შეუსაბამო ტრავმები არ ჰქონდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, რის შემდეგაც ერთ მათგანს ბურთისა ამოღებისას დენმა დაარტყა და წყალში ჩავარდა. ორი არასრულწლოვანი კი მის დასახმარებლად ჩავიდა წყალში, რომელთაც ასევე დენმა დაარტყა.

მასალების გადაბეჭდვის წესი