საზოგადოება

სააკაშვილის გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა, რომ ომი თავიდან ვერ აიცილეს – ღარიბაშვილი

8 აგვისტო, 2022 • 1539
სააკაშვილის გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა, რომ ომი თავიდან ვერ აიცილეს – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ტრადიციულ რიტორიკას აგრძელებს და იმეორებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გაუთვლელი პროვოკაციული ნაბიჯების გამო ქვეყანამ ომი ვერ აიცილა.

მისი თქმით, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ქვეყანას უღალატეს და ხალხი გაწირეს.

„ჩვენ ყველანი დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. მე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ. საერთოდ უხერხულია ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახებთან.

მთავარი რაც არის, არის შემდეგი- თქვენი ტელევიზიების დე ფაქტო მფლობელი, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თვიდან ვერ აიცილეს ეს ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


წელს 14 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან, რომელსაც „აგვისტოს ომის“ სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი