საზოგადოება

ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ კვლავ აირჩიეს

27 ივნისი, 2022 • 2068
ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ კვლავ აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კიდევ 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. ჩინჩალაძის გარდა საბჭოს ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატურა არ განუხილავს. ჩინჩალაძე ამ თანამდებობაზე უკვე მეორე ვადით აირჩიეს.

მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოუწოდებდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, არ დაემტკიცებინა მისი კანდიდატურა, რადგანაც, მათი განცხადებით, ჩინჩალაძე ერთ-ერთია სასამართლო სისტემაში მყოფ გავლენიან პირებს შორის, რომელთაც  კლანად მოიხსენიებენ.

შესაბამისად, NGO-ები მიიჩნევდნენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებდა ამ გავლენიან ჯგუფს.

სხდომას ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, მოსამართლეების უმრავლესობამ ჩინჩალაძის კანდიდატურის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა და ალტერნატიული აზრი დარბაზში არ გახმიანებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი