საზოგადოება

საქართველოში მაიმუნის ყვავილის ერთი შემთხვევა დადასტურდა – NCDC

15 ივნისი, 2022 • 1558
საქართველოში მაიმუნის ყვავილის ერთი შემთხვევა დადასტურდა – NCDC

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად ქვეყანაში “მაიმუნის ყვავილის” ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა.

“პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია”, — აცხადებს უწყება.

NCDC-ის თანახმად, მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვებაც და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა.

“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას”, — აღნიშნავს უწყება.

მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსი ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა, მიუხადავად ამისა, როგორც სფეროს ექსპერტები აცხადებენ, ნაკლებად მწვავეა და ინფიცირების შანსიც მცირეა.

ამავე თემაზე გირჩევთ:

რა არის „მაიმუნის ყვავილი“, რომელიც 12 ქვეყანაში გავრცელდა და როგორ ემზადება საქართველო

1980 წლამდე დაბადებულთათვის „მაიმუნის ყვავილი“ საშიშროებას არ წარმოადგენს — ჩხაიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი