საზოგადოება

ზურაბიშვილი: არავის ვიწყალებ, მორჩით სპეკულაციებს

10 ივნისი, 2022 • 1677
ზურაბიშვილი: არავის ვიწყალებ, მორჩით სპეკულაციებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ არავის შეწყალებას არ აპირებს:

„არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!“ – წერს ზურაბიშვილი.

აღნიშნულს წინ უძღოდა პრეზიდენტის ვიდეომიმართვა ბრიუსელიდან, რომლის დროსაც ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ უარი უთხრა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტზე, სადაც მას შეხვედრები უნდა გაემართა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ამბობდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არ უნდა გადაჰყვეს რომელიმე პიროვნებას და მათ შორის დაასახელა ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი:

„არავინაა იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“, – ამბობდა ზურაბიშვილი.

ვრცლად ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადების შესახებ წაიკითხეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი