ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ევროკავშირს მოუწოდებს, მიანიჭონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში გამართულ დებატებისას ისაუბრა საქართველოში მედიის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
“ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობს. საქართველოს ბევრმა მთავრობამ და პოლიტიკური ელიტის წევრმა შეიტანა წვლილი ამ შედეგში.
მათ შორის ყველაზე გამორჩეული – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ახლა დაპატიმრებულია, ასევემ ნიკა გვარამია – დღევანდელი დებატების ერთ-ერთი საკითხი. მათ მოგვმართეს ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, ამჟამინდელი მთავრობის კრიტიკის მიუხედავად, გრძნობენ ისტორიულ მნიშვნელობას და ისტორიულ საფრთხეს, რომელიც მათ ქვეყანას ემუქრება, [მოგვმართეს] რომ მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი. არ დავტოვოთ საქართველო პოსტსაბჭოთა ჭაობში და არ დავსაჯოთ ქართველი ხალხი პოტენციური რკინის ფარდის უკან დატოვებით.
შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში. მე, რომელიც ცოტა ხნის წინ კომუნისტურ რეჟიმს ვეწინააღმდეგებოდი, შემიძლია შევიგრძნო ეს ყველა ქართველთან ერთად და მოგიწოდებთ – მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ისევე როგორც უკრაინას და მოლდოვას”, – განაცხადა ფოტიგამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი მიმართავაში გამოეხმაურა ინიცირებულ რეზოლუციას და თქვა, რომ „მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი“.