საზოგადოება

ევროპარლამენტის ანგარიშს დაემატა ცვლილებები სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებით

29 თებერვალი, 2024 • 3889
ევროპარლამენტის ანგარიშს დაემატა ცვლილებები სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებით

ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკურ წლიურ ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით ორი ცვლილება შევიდა.

ცვლილებების ავტორი დეპუტატი ანა ფოტიგაა. მათი მიღების შესახებ ფოტიგამ თავად განაცხადა.

დოკუმენტის თანახმად, ცვლილებები ეხება ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და რუსეთის გეგმებს, ოკუპირებულ ოჩამჩირეში პორტი ააშენოს. ცვლილებები შემდეგია:

64-ე პარაგრაფს, რომელშიც დაგმობილია რუსეთის აგრესია და ოკუპაცია საქართველოს წინააღმდეგ, დაემატა შემდეგი წინადადება:

„[ევროპარლამენტი] მკაცრად გმობს რუსეთის გეგმებს, ააშენოს მუდმივი ბაზა საზღვაო ძალებისთვის ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში; მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭირს ყველა მცდელობას საერთაშორისო სამართლის ამ უხეში დარღვევის დასასჯელად“.

66-ე პარაგრაფში, რომელიც იწონებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, დაემატა:

„[ევროპარლამენტი] იმეორებს თავის მოწოდებას, გათავისუფლდეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული თვალსაზრისით და მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს იგი, რაც საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის შეამცირებაში წვლილს შეიტანდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი