საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად მიიღებენ 1000 ლარს.

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები კი 500 ლარს მიიღებენ.

შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 77-ე წლისთავი აღინიშნება. დასავლური ქვეყნები ამ დღეს 8 მაისს აღნიშნავენ,  საქართველო ნაციზმზე გამარჯვების  დღეს, რუსეთის მსგავსად, 9 მაისს აღნიშნავს.