საზოგადოება

რუსულ მედიაში გამოქვეყნდა და შემდეგ წაიშალა ცნობა, რომ მოსკოვმა 10 ათასამდე სამხედროს სიკვდილი აღიარა

21 მარტი, 2022 • 3268
რუსულ მედიაში გამოქვეყნდა და შემდეგ წაიშალა ცნობა, რომ მოსკოვმა 10 ათასამდე სამხედროს სიკვდილი აღიარა

რუსულმა მედიამ, Komsomolskaya Pravda -მ, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ უკრაინაში ომისას მათი 9 871 სამხედრო დაიღუპა, 16 153 კი დაიჭრა. ამ სტატიის ამსახველი ფოტო Twitter-ზე გაავრცელა The Wall Street Journal-ის საგარეო საქმეთა მთავამა კორესპონდენტმა, იაროსლავ ტრიფომოვმა.

სტატიაში 20 მარტის მონაცემები იყო ასახული.

საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, Bellingcat-ის აღმასრულებელი დირექტორი, ხრისტო გროზევი ასევე Twitter-ზე წერს, რომ სტატია, რომელშიც ზემოხსენებული სტატისტიკა იყო მოყვანილი, მანაც ნახა საკუთარი თვალით, თუმცა გამოცემამ სტატია მალევე წაშალა, შემდეგ აღნიშნული სტატია ხელახლა გამოაქვეყნეს, სადაც რუსეთის მხარეს გარდაცვილი სამხედროების რიცხვი აღარ წერია.

უკრაინული მხარის ცნობით, 24 თებერვლიდან 21 მარტის დილის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის მხრიდან 15 ათასამდე სამხედრო დაიღუპა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი განმარტავს, რომ აღნიშნული მონაცემები არ არის ზუსტი, რადგან გამოთვლას ართულებს მიმდინარე საომარი მოქმედებები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი