საზოგადოება

არ გაჩუმდეთ, გამოდით ქუჩაში და მხარი დუჭირეთ უკრაინას – ზელენსკის მიმართვა

4 მარტი, 2022 • 2109
არ გაჩუმდეთ, გამოდით ქუჩაში და მხარი დუჭირეთ უკრაინას – ზელენსკის მიმართვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქში, მათ შორის თბილისში, უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ მომიტინგეებს სიტყვით მიმართა.

3-წუთიან გამოსვლაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2 წუთი უკრაინაში დაღუპული სამხედროების, მეხანძრეების, პოლიციელების და  მოკლული სამოქალაქო პირების პატივსაგებად წუთიერ დუმილს დაუთმო, ხოლო მე-3 წუთზე ევროპას მიმართა.

“მინდა მოგიწოდოთ, არ გაჩუმდეთ, გამოდით ქუჩაში და მხარი დუჭირეთ უკრაინას, ჩვენს ბრძოლას იმიტომ, რომ თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, ვერც ევროპა იდგება, თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. გამოდით და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, როგორც შეგიძლიათ. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ  რაშიც დარწუნებული ვარ, ასე იქცნება, ეს მთლიანი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება იქნება, ეს იქნება სინათლის გამარჯვება წყვდიადზე, თავისუფლებს გამარჯვება მონობაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი