საზოგადოება

ნიუს ფრონტი და სხვები – აშშ -ის ახალი სანქციები დეზინფორმაციული საიტების წინააღმდეგ

4 მარტი, 2022 • 1449
ნიუს ფრონტი და სხვები – აშშ -ის ახალი სანქციები დეზინფორმაციული საიტების წინააღმდეგ

“ნიუს ფრონტი”, “საუზ ფრონტი” და კიდევ რამდენიმე ვებგვერდი აშშ-ის სანქციების ახალ სიაშია.

4 მარტს თეთრი სახლი რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ მორიგ სანქციებს აწესებს, რომელთა შორისაც იმ ვებგვერდებთან დაკავშირებული პირები მოხვდნენ, რომლებიც ცნობილი არიან დეზინფორმაციული კამპანიებით ფაქტჩეკერების მიერ.

“ნიუს ფრონტი” ყირიმში ბაზირებული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული საშუალებაა, რომელსაც მართავს FSB. ეს საშუალება ასევე გამოიყენებოდა კოვიდ 19-ის ვაქცინის შესახებ ყალბი ინფორმაციის გასავრცლებელად”, – აღნიშნულია თეთრის სახლის მიერ სანქციების შესახებ გავრცელებულ ცნობაში.

დღეს სანქცია გავრცელდა ნიუს ფრონტის ოთხ თანამშრომელზე. ისინი არიან:
კონსტანტინ კნირიკი – დირექტორი და დამფუძნებელი
იური ფედინი – დამფინანსებელი
მიხეილ სიმელინი – თანადამფუძნებელი
ევგენი გლოტოვი – აშშ-ის ცნობით ის ნიუს ფრონტის ალტერნატიულ საშუალებებს აფუძნებდა, რათა თავი აერიდებინათ სანქციებისთვის.

აშშ-ის ახალი სანქციები ასევე შეეხო “საუზ ფრონტის” [SouthFront] თანამშრომლებს, ასევე 2020 წელს დაფუძნებულ პროექტს “ Lakhta”-ს და Geopolitica-ს თან დაკავშირებულ პირებს.

ახალი სანქციები  დეზინფორმაციულ ვებგვერდებთან დაკავშირებული პირების გარდა შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ  ოლიგარქებსაც, სულ 19 პირს.

რას უარყოფს და რას აღიარებს კრემლისტური ახალი ამბების ფრონტი?

მასალების გადაბეჭდვის წესი