საზოგადოება

EU პუტინის და ლავროვის საგარეო აქტივების გაყინვას განიხილავს

25 თებერვალი, 2022 • 1551
EU პუტინის და ლავროვის საგარეო აქტივების გაყინვას განიხილავს

ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის საგარეო აქტივების გაყინვას განიხილავს.

The Guardian-ის ცნობით, ეს ნაბიჯი ძირითადად სიმბოლურია, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის პრეზიდენტს ჰქონდეს იდენტიფიცირებადი პირადი აქტივები საზღვარგარეთ.

სანქციების ახალ პაკეტზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს იმსჯელებენ. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს არ შეეხებათ მოგზაურობის აკრძალვა, რადგან ევროკავშირს სურს კრიზისიდან გამოსავლის დიპლომატიური გზის შენარჩუნება.

„ვფიქრობ, პუტინის და ლავროვის აქტივების გაყინვასთნ დაკავშირებით კონსენსუსს ვიპოვით“, — განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ „თუ არ იქნება სიურპრიზები“ და არავინ წავა ერთობის წინააღმდეგ, პუტინი და ლავროვი სანქციების სიაში იქნებიან.

ევროკავშირის ლიდერები 25 თებერვალს შეთანხმდნენ, დააწესონ სანქციების მეორე ტრანში რუსეთის წინააღმდეგ. სანქციების ახალი პაკეტი არ ითვალისწინებს რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას, რასაც კიევი ითხოვს. მედიის ინფორმაციით, Swift-დან რუსეთის გათიშვას გერმანია, საფრანგეთი, იტალია და კვიპროსი ეწინააღმდეგებიან.

The Guardian-ის ცნობით, ევროკავშირის ლიდერების მიერ შეთანხმებული ახალი სანქციების გაჟონილი პროექტის მიხედვით, დუმის ყველა წევრი, რუსეთის უშიშროების საბჭოს და ბელორუსის სამხედრო და თავდაცვის სამინისტროს ყველა ოფიციალური პირი, ვინც ხელი შეუწყო უკრაინაში შეჭრას, ექვემდებარება მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას. სანქციებს დაექვემდებარება დამატებით ორ ბანკი — Alfa bank და Otkritie, ასევე, აკრძალული იქნება ევროკავშირის ფინანსური სერვისების პროვაიდერების სესხის გაცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რვა კომპანიისთვის, დაწყებული საზღვაო პორტების მფლობელებიდან, დასრულებული — ავტომობილების მწარმოებლებით.

ევროპული საბჭოს ცნობით, შეთანხმებული შემდგომი შემაკავებელ ზომები გავლენას იქონიებს რუსეთის ფინანსურ სექტორზე, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებებზე, ორმაგი დანიშნულების საქონელზე, ექსპორტის კონტროლსა და ექსპორტის დაფინანსებაზე, ევროკავშირის გამარტივებულ სავიზო პოლიტიკაზე დიპლომატებისთვის.

ევროკავშირი რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს

ზელენსკის 7 მოთხოვნა ევროკავშირს

მასალების გადაბეჭდვის წესი