საზოგადოება

კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის

24 თებერვალი, 2022 • 2196
კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის. ცოტა ხნის წინ CNN-მა უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გამოაცხადა, რომ აფეთქება კიევის შემოგარენში იყო სარაკეტო თავდასხმა.

კიევის შემოგარენში აფეთქებების შესახებ მოქალაქეები ტვიტერზეც წერენ.

თვითმხილველები და ჟურნალისტები აფეთქებების შესახებ იტყობიანებიან რუსეთის მოსაზღვრე ქალაქ ხარკოვსა და სხვა ქალაქებში.

აფეთქება უკრაინის ქალაქ დნეპრში:

უკრაინელი ჟურნალისტი იური ბუტუსოვი, რომელსაც არაერთი მედიასაშუალება ეყრდნობა, წერს, რომ რუსეთმა სარაკეტო იერიშები მიიტანა უკრაინაში ავიაბაზებზე, მართვის სისტემებზე და სხვადასხვა ასამხედრო ობიექტზე. უკრაინელი სამხედროები ცდილობენ იერიშის მოგერიებას.

უკრაინაზე სრულმასშტაბიან შეტევას ადასტურებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება.

„პუტინმა დაიწყო უკრაინაზე სრულმასშტაბიანი შეტევა. გრძელდება თავდასხმები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე. ეს არის აგრესიული ომი. უკრაინა დაიცავს საკუთარ თავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. მოქმედების დროა ახლა“, — წერს ტვიტერზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.


პუტინმა უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ შესახებ 24 თებერვალს, გამთენიისას განაცხადა, რის შემდეგაც მალევე დაიწყო შეტევა უკრაინის ქალაქებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი