საზოგადოება

დღეს ახალი საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართება

3 დეკემბერი, 2021 • 757
დღეს ახალი საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართება

დღეს, 3 დეკემბერს, ქვეყნის მასშტაბით ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართება.

მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევას დაადასტურებს. საკრებულოების პირველი სხდომა გაიხსნება, თუ მას სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი ესწრება. პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა.

ამ დროიდან უფლებამოსილება შეუწყდებათ 2017 წლის მოწვევის საკრებულოებს. თუმცა მანამდე, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციაზე ნაკლები მანდატები მიიღო, 2022 წლის ბიუჯეტი ძველმა საკრებულოებმა დაამტკიცეს.

ოპოზიციის აზრით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური საკრებულოების მიერ ბიუჯეტის შესაძლო ჩაგდებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შიშით იყო განპირობებული, “ოცნებაში” კი ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი