ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

4 ნოემბერი, 2022 • 768
თბილისის საკრებულოს წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თბილისის საკრებულოს დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მიზეზი ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად არასრულწლოვნის გარდაცვალების შესახებ განხილვა გახდა, რა დროსაც მომხდარში, ოპოზიციური პარტიების დეპუტატების ნაწილის განცხადებით, დამნაშავე ქალაქის მერი კახი კალაძე და მერიაში „გამეფებული კორუფციაა“.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ამჟამადაც დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, ახლად გახსნილ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად 13 წლის ორი ბიჭი შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა. მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩავიდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. დანარჩენი ორი მოზარდი დაშავა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

განახლებული შადრევანი შემთხვევის წინა დღეს გახსნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მომხდართან დაკავშირებით დააკავეს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩამტარებელი კომპანია „გრინსერვისის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და კიდევ 8 პირი, მათ შორის სამუშაოების ინსპექტირებაში ჩართული პირები.

მასალების გადაბეჭდვის წესი