საზოგადოება

ტყიბულში დაშავებული მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა

29 ნოემბერი, 2021 • 1235
ტყიბულში დაშავებული მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა

ტყიბულში, კარიერის გამაგრებითი სამუშაოებისას დაშავებული 65 წლის მუშა ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინფორმაცია ნეტგაზეთს „ევექსში“ დაუდასტურეს, რომლის ქსელშიც შედის ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოც.

შემთხვევა ტყიბულში 27 ნოემბერს მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ერთ-ერთ შახტში კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა.

მასაში მოყოლილი ორი პირიდან ერთ-ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი.

ტყიბულში დაშავებული მუშის მდგომარეობა მძიმეა – ექიმი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი