ახალი ამბები

ტყიბულში მიწის მასაში მოყოლილი ერთი ადამიანი მაშველებმა ამოიყვანეს

27 ნოემბერი, 2021 • 1356
ტყიბულში მიწის მასაში მოყოლილი ერთი ადამიანი მაშველებმა ამოიყვანეს

ტყიბულში, მიწის მასაში მოყოლილი ერთი ადამიანი მაშველებმა ამოიყვანეს, მეორის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

შუახნის კაცი მაშველებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ცნობები ამ დრომდე არ ვრცელდება.

შემთხვევა ტყიბულში დღეს მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ერთ-ერთ შახტაში კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტაში, სავარაუდოდ იმყოფებოდა ორი მოქალაქე.

ტყიბულში მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა

მასალების გადაბეჭდვის წესი