საზოგადოება

სააკაშვილთან ციხეში ვიზიტზე უარი მითხრეს – ანა ფოტიგა

13 ნოემბერი, 2021 • 1630
სააკაშვილთან ციხეში ვიზიტზე უარი მითხრეს – ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა ამბობს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე მას უარი უთხრეს. ამის შესახებ ინფორმაცია მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

“მიხილ სააკაშვილთან ციხეში ვიზიტზე უარი მითხრეს. საქართველოში ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნების და გამჭვირვალობის ნაკლებობა დასანანია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს მთავრობა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრულად პასუხისმგებელია”, – წერს ფოტიგა.

გუშინ, 12 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით სამი ევროპელი პოლიტიკოსი ჩამოვიდა. მათ შორისაა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუვის სეიმის ორი წევრი.

“ნეტგაზეთი” ფოტიგას ვიზიტზე უარის თქმის მიზეზის გარკვევას იუსტიციის სამინისტროსთან ცდილობს.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი განცხადებით, ის აქ მოტყუებით გადაიყვანეს. სააკაშვილი 44-ე დღეა შიმშილობს.

სააკაშვილი არა ციხის საავადმყოფოში, არამედ ამბოლატორიის გადაკეთებულ ოთახშია – ხერხეულიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი