საზოგადოება

ცესკო: სამგორში აღმოჩენილი ძველი ბიულეტენები გადაიყარა

30 ოქტომბერი, 2021 • 1156
ცესკო: სამგორში აღმოჩენილი ძველი ბიულეტენები გადაიყარა

სამგორში, 75-ე საარჩევნო უბანზე ძველი ბიულეტენები აღმოაჩინეს. როგორც ცესკოში განაცხადეს, აღნიშნული ბიულეტენები ნაგვად ჩაითვალა და გადაიყარა.

დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც მერსაც და მაჟორიტარსაც ირჩევენ, ამომრჩევლებს გადაეცემათ ორი სახის – მერის და მაჟორიტარის საარჩევნო ბიულეტენი, დანარჩენ შემთხვევაში კი ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ. თბილისში ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მხოლოდ საბურთალოს საარჩევნო ოლქში მიიღებენ, სადაც მერთან ერთად საკრებულოს მაჟორიტარსაც აირჩევენ.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 2 088 722-ს შეადგენს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.
30 ოქტომბერი: სად იმართება არჩევნების II ტური

მასალების გადაბეჭდვის წესი