საზოგადოება

H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

1 თებერვალი, 2010 • • 4342
H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
თბილისის მეხუთე საავადმყოფოში 35 წლის მამაკაცი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა, პარასკევს, 29 იანვარს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, გარდაცვლილს დიაბეტი ჰქონდა, რამაც გამოიწვია ვირუსის გართულება და გარდაცვალება. 
H1N1 ვირუსით ეს გარდაცვალების 27-ე შემთხვევაა. ლაბორატორიულად დადასტურებული კი 1269-ე შემთხვევაა.
ხათუნა ზახაშვილი, დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან აცხადებს, რომ ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ შესაძლოა თებერვლის ბოლოს მოიმატოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი