ევროკავშირთან საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის წესი შესაძლებელია 2015 წლის დეკემბრის შემდეგ ამოქმედდეს. ჯერჯერობით განწყობაც შესაბამისია – ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 70% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. მაგრამ ევროკავშირის მოწინააღმდეგეთა რიცხვიც წინა წლებთან შედარებით 30%-მდე გაიზარდა.
რითია გამოწვეული ეს ცვლილებები? შეიძლება თუ არა ეს შეფასდეს როგორც ტენდენცია? რომელი ქვეყნიდან შემოედინება ფულის დიდი ნაკადი, რაც ანტიევროპულ პროპაგანდას ხმარდება? რა ინსტრუმენტებს იყენებენ ანტიევროპული ძალები ევროპული ფასეულობების დისკრედიტაციის მიზნით? როგორ ახერხებენ 21-ე საუკუნეში ეს ძალები ინფორმაციით მანიპულაციას და ევროპის „ცოდვილების მიწად“ წარმოჩენას.
უფრო ვრცლად მითებზე, რომლებიც ევროკავშირიდან საქართველოსთვის მომდინარე „საფრთხეებს“ უკავშირდება, ნახეთ გადაცემაში – „მთავარი თემა“.