ცხოველთა დაცვის კომიტეტის თავჯდომარის, თინათინ ჭავჭანიძის თქმით, მუნიციპალურ თავშესაფარში არ იცავენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, რის შედეგადაც ცხოველები ავადდებიან. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ლერი ქვარაია ამ ინფორმაციას უარყოფს.
ცხოველთა დამცველი, სიფიო ბეროშვილი ამბობს, რომ ფინანსები არასწორად ნაწილდება. მისი თქმით, ცხოველების მოვლა-პატრონობაზე მილიონამდე ლარი მაინც უნდა იხარჯებოდეს. მონიტორინგის სააგენტოში კი ამბობენ, რომ ბიუჯეტი თავშესაფრის მოთხოვნილებების შესაბამისად არის გადანაწილებული.

![მიუსაფარ ცხოველთა ბედი და სანიტარული მდგომარეობა მუნიციპალურ თავშესაფარში [ვიდეო] მიუსაფარ ცხოველთა ბედი და სანიტარული მდგომარეობა მუნიციპალურ თავშესაფარში [ვიდეო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000039866.jpg)






