საზოგადოება

ადამიანის ყველაზე მომაკვდინებელი არსებების ჩამონათვალი: კოღო – პირველ ადგილზე

30 აპრილი, 2014 • • 2579
ადამიანის ყველაზე მომაკვდინებელი არსებების ჩამონათვალი: კოღო – პირველ ადგილზე

აღნიშნული მონაცამებით, ადამიანის “ყველაზე დიდი მტერი” კოღოა, რადგან მისი მიზეზით წელიწადში საშუალოდ 725, 000 ადამიანი იღუპება.


ბიზნეს ინსაიდერი წერს, რომ კოღოს სერიოზული დაავადებების გავრცელება შეუძლია: მალარია (წელიწადში  600 000 ადამიანზე მეტი იღუპება), ენცეფალიტი  და ცხელების სხვადასხვა სახე. გამოცემის ცნობით,  მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამ პრობლემის  აღმოსაფხვრელად მილიარდობით დოლარი იხარჯება. 


ბილ გეითსის მიერ თავის ბლოგზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, რომელიც მან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით მოამზადა, რაოდენობრივად, კოღოს შემდეგ ადამიანის გარდაცვალების გამომწვევი მეორე უმთავრესი ქმნილება თავად ადამიანია – 475,000 შემთხვევა, მესამეზე მოდის გველი, რომლის შედეგადაც წელიწადში საშუალოდ 50 ათასი ადამიანი იღუპება, შემდეგ მოდის ძაღლი (ცოფი) – 25 ათასი ადამიანი, ბუზი ცეცე – 10 ათასი, ნიანგი წელიწადში 1000 ადამიანს კლავს, ჰიპოტოტამი – 500–ს, სპილო 100–ს, ლომი – 100–ს, მგელი – 10–ს, ხოლ ზვიგენი – 10–ს.


ბილ გეითსის ინფოგრაფიკა
ბილ გეითსის ინფოგრაფიკა



მასალების გადაბეჭდვის წესი