საზოგადოება

ჯანდაცვის ორგანიზაცია: H7N9 ფრინველის ვირუსებს შორის ყველაზე ლეტალურია

24 აპრილი, 2013 • • 1540
ჯანდაცვის ორგანიზაცია: H7N9  ფრინველის ვირუსებს შორის ყველაზე ლეტალურია

ფუკუდას მტკიცებით, გავრცელებულ ფრინველის ვირუსებს შორის H7N9 ერთ–ერთი ყველაზე ლეტალურია და დაავადებული ფრინველიდან ადამიანებზე უფრო ადვილად გადადის, ვიდრე მისი წინამორბედი H5N1, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 2003 წლიდან მოყოლებული ასობით ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, H7N9–ით ადამიანის დაინფიცირების პირველი შემთხვევა ჩინეთში მიმდინარე წლის მარტის თვეში დაფიქსირდა. მას შემდეგ ფინველის ახალი ვირუსით ქვეყნის მასშტაბით უკვე 108 ადამიანია დაავადებული.

 

ამ დრომდე უცნობია, გადაედებათ თუ არა ადამიანებს აღნიშნული ვირუსი ერთმანეთისაგან. სპეციალისტების განცხადებით, დაავადების მსგავსი გზით გავრცელების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

 

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ვირუსი შინაური ფრინველების მეშვეობით გავრცელდა ჩინეთის დედაქალაქსა და ხუთ პროვინციაში. არსებული ინფორმაციით, ჩინეთის გარდა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში H7N9–ით ადამიანის ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი