საზოგადოება

გია ცაგარეიშვილი: გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია იწყება

21 თებერვალი, 2013 • • 956
გია ცაგარეიშვილი: გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია იწყება

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გია ცაგარეიშვილის თქმით, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ორგანოში 47 კანონპროექტია შემოტანილი. კომიტეტი დღეს პირველი მოსმენით 43 კანონპროექტს განიხილავს. მისვე განმარტებით,  საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისისთვის დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება სამინისტროს რეორგანიზაცია:

გიორგი ცაგარეიშვილი
გიორგი ცაგარეიშვილი

 

„ჩვენ ვიბრუნებთ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებს. ბუნებრივი რესურსების სააგენტო სრული შემადგენლობით, ნავთობისა და გაზის სეგმენტის  გარდა, გარემოს დაცვის სამინისტროს უბრუნდება. იქმნება ახალი უწყება, რომელიც აღიდგენს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გატარებული დანაშულებრივი რეფორმის შედეგად დაკარგულ ყველა ფუნქციას. რამდენიმე სტრუქტურა იქმნება თვითონ გარემოს დაცვის სამინისტროს წიაღში. აღდგება გარემოზე ზედამხედველობის სამსახური. შეიქმნება ახალი სახით სატყეო სააგენტო. ენერგეტიკის სამინისტროდან გადმოდის ბირთვული და რადიაციული ზედამხედველობის სამსახური.”

 

ცაგარეიშვილის მტკიცებით, რეორგანიზებულ სამინისტროში შექმნილ ახალ სამსახურებში თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი