საზოგადოება

“მილიარდი ქალის ცეკვა უკვე რევოლუციაა!” [Video]

14 თებერვალი, 2013 • • 1382
“მილიარდი ქალის ცეკვა უკვე რევოლუციაა!” [Video]

კამპანიას სლოგანით “მილიარდი ქალის ცეკვა უკვე რევოლუციაა!” დღეს საქართველოც შეუერთდა.

 

ქართული პერფორმანსი “ქალთა ფონდის” წამოწყებული პროექტის – Women’ Rights – Art in Action” ფარგლებში განხორციელდა, ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით, რომლის მიზანიც ქალთა საკითხებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მგრძნობელობის გაზრდაა.

 

ამ პროექტის ფარგლებში, “მილიარდი ამბოხებულის” შემდეგ “ქალთა ფონდს” კიდევ ორი ღონისძიება აქვს დაგეგემილი: Break The Chain (გაწყვიტე ჯაჭვი) – კიდევ ერთი პერფორმანსი დაგეგმილი 16 თებერვალს, 16:00 სთ–ზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ და “Auto Nomos” (პირადი კანონი) – ქართველი ქალი არტისტების ნამუშევრების გამოფენა ქალთა სექსუალური უფლებებისა და გამოცდილებების თემაზე, რომელიც 17 თებერვალს 18:00 სთ-ზე გაიხსნება გალერეაში “არტ ავენიუ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი