საზოგადოება

2012 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოში [Video]

30 დეკემბერი, 2012 • 2366
2012 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოში [Video]

“საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება პირველი ოქტომბრის არჩევნები,”- ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე ნანა ზედელაშვილი.

 

“ნეტგაზეთმა” ფეისბუქის საშუალებით განახორციელა მოქალაქეების გამოკითხვა. გამოკითხვაში მონაწილეებს შეეძლოთ თავად დაესახელებინათ, თუ რას თვლიდნენ 2012 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად. გამოკითხულთა უმრავლეობისთვის ასეთი მოვლენაა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილება: ამ არჩევნების შედეგად დასრულდა მიხეილ სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძროაბის” ცხრაწლიანი მმართველობა საქართველოში და იგი ჩაანაცვლა ბიძინა ივანიშვილის კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”.

 

2012 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის “ნეტგაზეთის” გამოკითხვაში მონაწილეებმა ასევე გამოყვეს პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება. ეს მასალა 2012 წლის 18 სექტემბერს გავრცელდა ტელევიზიებით, რასაც მოჰყვა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მთელი საქართველოს მასშტაბით, დევიზით – სისტემა უნდა დაინგრეს!

მასალების გადაბეჭდვის წესი