საზოგადოება

ნოდარ ხადური სოციალური დახმარებების შეჩერების საკითხზე პროკურატურას მიმართავს

9 ნოემბერი, 2012 • 1247
ნოდარ ხადური სოციალური დახმარებების შეჩერების საკითხზე პროკურატურას მიმართავს

ხადურის განცხადებით, პროკურატურას გადაუგზავნის ქალაქ თბილისის მერიის 12 ოქტომბრის მიმართვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მერის მოადგილემ დავით ალავიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ სამადაშვილს თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი წარუდგინა.

პროექტის თანახმად, მცირდება სატრანსპორტო განვითარების, ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების, ასევე 600 000 ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე გამოყოფილი თანხა, ხოლო იზრდება სხვა სამსახურების, მათ შორის მერიის ადმინისტრაციისა და სისტემების საქალაქო სამსახურის, გუდაურის განვითარების ფონდის, ავარიული შენობების გამაგრებისა და რეკონსტრუქციის ფონდების დაფინანსება. ამ სახსრებიდან ასევე გამოიყო თანხა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შესქმნელად.

აღნიშნული მიმართვა საკრებულომ 14 ოქტომბერს დააკმაყოფილა, ხოლო 19 ოქტომბერს საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ამ პროექტების დაფინანსების ვალდებულება საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავალა.

ნოდარ ხადურის განცხადებით, პროკურატურამ უნდა გაარკვიოს, თუ რის საფუძველზე მოხდა ცვლილებების პროექტის მომზადება და აღნიშნული პროგრამების დაფინანსების ცენტრალურ ბიუჯეტისთვის გადაბარება.


მასალების გადაბეჭდვის წესი