საზოგადოება

უქალოდ დარჩენილი სოფელი [Video]

21 იანვარი, 2012 • 1577
უქალოდ დარჩენილი სოფელი [Video]

უკანა ფშავის სოფელ მუქოში 5 კომლი ირიცხება, თუმცა ზამთრის პერიოდში იქ მხოლოდ 3 მამაკაცი ცხოვრობს.

“აქ ოჯახით ცხოვრება ძალიან რთულია, სხვა თუ არაფერი, სკოლაც არ არის. შუაფხომდე, უახლოეს სკოლამდე, 7 კილომეტრია“, ­ – ამბობს ვახტანგ წოწკოლაური.

ის ოჯახით ცხოვრობდა მუქოში, სანამ უფროსი ბავშვები პატარები იყვნენ. ერთხელ, შვილის ავადმყოფობისას,  თოვლში ექიმამდე მიღწევა რომ გაუჭირდა, მაშინ დაფიქრდა, რომ ბარში უნდა წასულიყო. ახლა ვახტანგი სოფელშია, ცოლ-შვილი კი რუსთავში ჰყავს.

ასე არიან სხვებიც:

შალვა წითელაური ოთხი წლის წინ დაბრუნდა თბილისიდან მუქოში, თუმცა მისი ოჯახის დღესაც დედაქალაქში ცხოვრობს:

„სიბერე აქ მინდა გავატარო. მეუღლე ჯერ მუშაობს და მომავალ წელს იქნებ ისიც წამოვიდეს“.

ფილიპე ბაღიაურიც შორიდან შეჰხარის ორ შვილსა და შვილიშვილებს.

უქალოდ დარჩენილ სოფელში კაცები ცომსაც თავად ზელენ და პურსაც აცხობენ, ხინკალსაც ახვევენ, საქონელსაც უვლიან, წველიან და დამბალ ხაჭოსაც აკეთებენ.

საღამოობით კაცები ერთმანეთთან, უფრო ხშირად კი – ფილიპესთან იკრიბებიან, სვამენ, საუბრობენ, ტელევიზორს უყურებენ და ასე გაჰყავთ ზამთრის გრძელი საღამოები.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი