საზოგადოება

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საქართველოში

24 ნოემბერი, 2011 • 1021
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საქართველოში

2011 წლის 24 ნოემბერს, 16 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს სახალხო დამცველი ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს.

ღონისძიებას გახსნიან: საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი.

სახალხო დამცველი მიმოიხილავს 2011 წლის განმავლობაში საქართველოში ტოლერანტობის სფეროში არსებულ მიღწევებსა და პრობლემებს და დაასახელებს ჟურნალისტური კონკურსის ”ტოლერანტობა და მრავალფეროვნება” გამარჯვებულებს. ხოლო სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ტრადიციულად დააჯილდოებენ „ტოლერანტობის ქომაგებს“ – იმ პიროვნებებს, ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეიტანეს წვლილი.

ღონისძიებაზე გაიმართება სახალხო დამცველის ვებ–გვერდის tolerantoba.ge პრეზენტაცია.

ღონისძიებას, რომელიც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით იმართება, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი