საზოგადოება

პრეზიდენტი და “მიქსი”

7 ნოემბერი, 2011 • 1599
პრეზიდენტი და “მიქსი”

ბათუმის მერიამ 1,15 მილიონი ლარი კერძო პირებს მისცა. მილიონამდე ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან მარტო საცხოვრებელ სახლმიქსის” მშენებლობაზე გამოყო. მშენებარე ობიექტების მეპატრონეებს კი არქიტექტურის სამსახურის მიერ დამტკიცებული პროექტები კანონდარღვევით, პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე შეაცვლევინეს.

მიქსის” მშენებლობა, დაწყებიდან შვიდი თვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი მოთხოვნით შეჩერდა. პრეზიდენტს სურდა, რომ სახლს ძველ ბათუმში არსებული ისტორიული ძეგლების იერსახე ჰქონოდა, ამიტომ მერიის მიერ დამტკიცებული პირველი პროექტი შეიცვალა. ახალ პროექტზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის არქიტექტორმა _ ვაჟა ორბელაძემ იმუშავა”, _ ამბობს მიქსის” მშენებლობის სამუშაოთა მწარმოებელი, ტარიელ ბოლქვაძე.

მიქსის” ფასადისა და სახურავის რეკონსტრუქციისთვის მერიამ. ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის” ფარგლებში 2009 წელს ბიუჯეტიდან 930 820 ლარი გამოყო. შენობის გარე განათებაზე კი, როგორც შპსაჭარგანათების” ხელმძღვანელი თამაზ თოფურიძე ამბობს, 85 ათასი ლარი დაიხარჯა.

არაოფიციალურად, მერიაშიმიქსის” დაფინანსების მოტივად ეკონომიკური კრიზისის გამო შეჩერებული მშენებლობა დაგვისახელეს. “ბათუმელების” ინფორმაციით კი, მშენებლობის შეჩერება მიქსის” ფასადისა და სახურავისსაინვესტიციო პროექტთან” შესაბამისობაში მოყვანის მოთხოვნა გახდა, რისი სახსრებიც მშენებარე ფირმას არ აღმოაჩნდა. ამასთან, ასეთი მოთხოვნის უფლება მერიას არ ჰქონდა. მშენებლობა მის შეჩერებამდე არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით, მერიის მიერვე დამტკიცებული პროექტის შესაბამისად მიმდინარეობდა.

რუსთაველის ქუჩა #35-ში მშენებარემიქსი” ამხანაგობასიახლეს” ეკუთვნის, სამუშაოებს კი 2007 წლიდან შპსდუპლექსისამშენებლო კომპანია” აწარმოებს. ფირმის ერთერთმა დამფუძნებელმა _ ასლან მჟავანაძემ მშენებლობის შეჩერებისა და თავდაპირველ პროექტში შეტანილი ცვლილებების შესახებბათუმელებთან” კომენტარი არ გააკეთა.

ზემოაღნიშნული პროგრამა საკრებულომ მიმდინარე წლის 25 თებერვალს დაამტკიცა. პროგრამაში ცვლილება ოთხჯერ შევიდა. 28 მაისს დამტკიცებული ცვლილებების შემდეგ, პროგრამაში გაჩნდა რუსთაველის ქუჩა #35-ში მდებარე შენობის სამშენებლოსარეკონსტრუქციო სამუშაოები (ფასადი, სახურავი). ფასადის რეკონსტრუქციაზე ხელშეკრულება კიდუპლექსისამშენებლო კომპანიასა” და მერიას შორის გაცილებით ადრე, 11 აპრილს, 712 070 ლარზე უკვე გაფორმებული იყო. მეორე ხელშეკრულება იმავე კომპანიასთან სახურავის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე 22 ივლისს 218 750 ლარზე გაფორმდა.

ორივე ხელშეკრულება გაფორმდა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. პირველ შემთხვევაში საფუძველი, მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის _ გელა მახარაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 მარტის #196 განკარგულება იყო, მეორე შემთხვევაში კი, შესყიდვის ასეთი ფორმის საფუძველი მერიას არ გააჩნდა. ამასთან, მთავრობის ამ განკარგულებით თვითმმართველ ორგანოს უფლება ენიჭება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სახელმწიფო შესყიდვა მხოლოდ ქალაქის ისტორიულ უბნებში” ჩასატარებელ სამუშაოებზე განახორციელოს. “მიქსი” კი ქალაქის ისტორიულ უბანში არ მდებარეობს.

საკრებულოდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ბათუმის მერიამ ისე გააფორმა ხელშეკრულება შპსდუპლექსისამშენებლო კომპანიასთან”, რომ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში კონკრეტულად ამ სამუშაოების შესასრულებელი თანხა ბიუჯეტში არ გაუწერია. საკრებულომ საბიუჯეტო ცვლილება ხელშეკრულების გაფორმებიდან და ფასადის გაკეთებიდან ერთი თვის შემდეგ, 28 მაისს შეიტანა.

ბათუმელების” ინფორმაციით, მერიის არქიტექტურის სამსახურსმიქსის” სახეშეცვლილი პროექტი არ დაუმტკიცებია. ანუ მშენებლობა, ფაქტობრივად, უკანონოდ გაგრძელდა. ამის გასარკვევად ქალაქის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსს _ ზვიად ბურჭულაძეს დავუკავშირდით, რომელმაც მოადგილესთან _ ირაკლი ახალაძესთან გადაგვამისამართა. “სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით”, _ გვითხრა ახალაძემ.

არქიტექტურის სამსახურს იმავე დღეს (23 ოქტომბერს) ოფიციალური წერილით მივმართეთ. მერიაში ხელმოსაწერად გამზადებულ დოკუმენტებს კი 27 ოქტომბერს გავეცანით. დოკუმენტაცია 2007-2008 წლების პერიოდს მოიცავდა, ანუ იმ დროს, როცა საცხოვრებელი სახლის პროექტი დამტკიცდა და მშენებლობის ნებართვა გაიცა. მასალებში ვერ ვიპოვეთ სახლის მფლობელის წერილი ფასადის შეცვლის მოთხოვნაზე. შესაბამისად, არც ახალი პროექტის მაკეტის ასლი იყო წარმოდგენილი.

28 ოქტომბერს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა _ გელა მახარაძემ ხელმოწერის ნაცვლად დოკუმენტაცია უკან გაითხოვა: “არასრული ინფორმაციაა. რაღაც დოკუმენტები აკლია, ვეძებ და როცა ვიპოვი, მოგაწვდით”. იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია მივიღოთ, “ბათუმელებმა” ამჯერად ბათუმის მერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა.

მიქსი” ისტორიული ძეგლის (სამშობიარო სახლის) არეალში მდებარეობს, ამიტომ მისი პროექტის შეთანხმება და მასში ცვლილებები აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, კონკრეტულად კი ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს უნდა შეეტანა. თავდაპირველ პროექტზე თანხმობა არის, შემდგომში ფასადის ცვლილებაზე კი არც სამინისტროს ნებართვა არსებობს და არცამხანაგობის” წერილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის _ გია ქარცივაძის განცხადებით, კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია საბიუჯეტო სისტემებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ კანონი: “ამ კანონის თანახმად, ყველა ხარჯი წინასწარ, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე 10 თვით ადრე უნდა იყოს განსაზღვრული და გათვლილი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა”.

ძეგლების იერსახის” საბაბით, მერიის არქიტექტურის მიერ დამტკიცებული სხვა ისეთი პროექტებიც შეცვალეს, რომელთა მიხედვითაც კერძო მშენებლობები უკვე მიმდინარეობდა. მაგალითად, 26 მაისისა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაში მშენებარე სახლის, რუსთაველის ქუჩა #15-ში ასაშენებელი სახლის პროექტი.

ბათუმის საკრებულოში, ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის პროგრამის პრეზენტაციაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა” მის მიერ შემუშავებული ახალი საინვესტიციო პროექტებიც წარმოადგინა. ეს ის პროექტებია, რომლებსაც შემდეგმიქსისა” და კლდიაშვილის ქუჩაზე მშენებარე სახლის ფასადები მოარგეს.

მშენებლობის პროცესში ერთერთისაინვესტიციო პროექტის” მიხედვით გადაკეთდა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარევი თი ბი ბანკის” შენობაც. თავდაპირველი პროექტების მიხედვით აგებული შენობის გარკვეული ნაწილები ხელახლა, “საინვესტიციო პროექტების” მიხედვით ააშენეს.

მერიამ ბათუმში,მიქსის” მსგავსად, . აბაშიძის , #34/18-ში მდებარე #1 აფთიაქის შიგა სარემონტო სამუშაოებიც დააფინანსა. აფთიაქი კერძო საკუთრებაა. მერიასა დაჩრეატივე იმპრესსიონს ცაუცასუს” შორის (ერთ პირთან მოლაპარაკების გზით) აფთიაქის შიგა სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე კი ხელშეკრულება 135 427 ლარზე 1 ივლისს გაფორმდა. საფუძვლად მერია ამ შემთხვევაშიც საქართველოს მთავრობის #196- განკარგულებას უთითებს, თუმცა ამ განკარგულებას შიგა სარემონტო სამუშაოებთან საერთო არაფერი აქვს. მთავრობა ამ განკარგულებით მერიას უფლებას აძლევს მხოლოდ ისტორიულ უბნებში გარე ფასადების, მიწისქვეშა, მიწისზედა კომუნიკაციებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოთა სახელმწიფო შესყიდვა ხუთი მილიონი ლარის ოდენობით განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით”.

მერიას ამ განკარგულების საფუძველზე მიმდინარე წლის 17 თებერვლიდან (განკარგულება ერთი თვის შემდეგ, 18 მარტს გამოიცა), 2 ივლისამდე კი ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხელშეკრულებები მთლიანობაში 8,5 მილიონ ლარსა და 1,09 მილიონ ევროზე აქვს გაფორმებული.

დოკუმენტაციის მიხედვით, მერიამ კერძო კაფებათუმელების” შენობის სარესტავრაციო სამუშაოები და მიმდებარე ეზოების კეთილმოწყობაც დააფინანსა, რისთვისაც შპსფიროსმანს” 91 825 ლარი გადაურიცხა. “დაშენება უნდოდათ, მაგრამ მეზობლები წავიდნენ წინააღმდეგი. კაფე გადაღებეს და სახურავი შეარემონტეს” _ ამბობს კაფეში მომუშავე ქალბატონი, ნანა ლაზიშვილი.

მიქსის” პროექტზე ბათუმელი არქიტექტორი _ კობა კაცაძე მუშაობდა. არქიტექტორმაბათუმელებსუთხრა, რომ პროექტი მასთან შეთანხმების გარეშე შეცვალეს. კობა კაცაძე დუპლექსისამშენებლო კომპანიას” საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

საცხოვრებელი სახლის _ “მიქსის” არქიტექტურულ ღირებულებას კი მხატვარი კაკო ძნელაძე ასე აფასებს: “შენების და განახლების ტენდენცია კარგია, მაგრამ ეს ტენდენცია არ უნდა გადავიდეს ტენდენციურობაში. “მიქსი” ეკლექტიკურია თავისი არქიტექტურული სტილით, მაგრამ ეკლექტიკაც უნდა იყოს იდეალური, როგორც მსოფლიო არქიტექტურის ცალკეულ შემთხვევებშია ხოლმე. ამ შემთხვევაში ეს ნამუშევარი იდეალური აღარ არისხალხის ფული კი ასეთშედევრებზე” არ უნდა იხარჯებოდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი