საზოგადოება

“დედამიწის გარშემო” უმაღლესი საბჭოს ავტომობილით

7 ნოემბერი, 2011 • 1760
“დედამიწის გარშემო” უმაღლესი საბჭოს ავტომობილით

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის _ მიხეილ მახარაძის ხელფასი თვეში 3 000 ლარია. მას ყოველთვიურად მობილური ტელეფონის ბარათებისთვის 125 ლარი ეძლევა, ხოლო საქალაქთაშორისო და საერთაშორისო საუბრებისთვის (სამსახურის ნომერზე: 7-00-02) _ თვეში 100 ლარის ლიმიტი. ბათუმში მიხეილ მახარაძის საცხოვრებელი ბინის ქირაც ბიუჯეტიდან იფარება, ამისთვის მიმდინარე წელს 9 600 ლარია გამოყოფილი.

თავმჯდომარეს ორი ავტომანქანა ემსახურება _ მერსედესბენც L 600, სახელმწიფო ნომრით: NON-007 (ეს ავტომანქანა უმაღლეს საბჭოს 2007 წელს უსასყიდლოდ გადაეცაბათუმის ნავთობბაზისაგან”) და ჯიპიტოიოტა პრადო” _ IUI-885 (რომელიც უმაღლეს საბჭოს ფინანსთა სამინისტროსგან უსასყიდლოდ წელს გადაეცა). მესამე, ჯიპიმიცუბიშიმონტერო” _ VIG-500, რომელიც მიხეილ მახარაძეს ემსახურებოდა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე გასაყიდად გადაეცა. ეს ავტომანქანა 2006 წელში ინდმეწარმემანუჩარ დავითაძისგან” უმაღლესმა საბჭომ 20 000 ლარად შეისყიდა.

თავმჯდომარის ავტომობილებზე მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრამდე 10 210 ლიტრი ბენზინი და 1 240 ლიტრი დიზელი გაიხარჯა. ამ მონაცემების მიხედვით, მიხეილ მახარაძე მასზე მიმაგრებულ ავტომობილებზე თვეში, საშუალოდ, 1145 ლიტრ საწვავს ხარჯავს. თუმცა მას მაისის თვეში ავტომობილებზე ყველაზე მეტი _ 1240 ლიტრი ბენზინი აქვს დახარჯული.

უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მერსედესი, სახელმწიფო ნომრით: NON-007 ყოველ 100 კილომეტრზე 25 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ამ ავტომანქანაზე მიმდინარე წლის მაისში 910 ლიტრი ბენზინია დახარჯული, ანუ მერსედესს 3 640 კილომეტრი გაუვლია. ამავე თვეში ჯიპ “მიცუბიშზე” (VIG-500) 330 ლიტრი ბენზინი გაიხარჯა. თუ დავუშვებთ, რომ ეს ავტომანქანაც 25 ლიტრს წვავდა 100 კილომეტრზე, გამოდის, რომ 1 320 კილომეტრი აქვს გავლილი, ანუ მიხეილ მახარაძემ მაისში ორთავე ავტომანქანით 4 960 კილომეტრი გაიარა.

უმაღლესი საბჭოს აპარატის ინფორმაციით, 2009 წლის 1-დან 4 მაისამდე მიხეილ მახარაძე მივლინებული იყო . თბილისში, განათლების სამინისტროში; ხოლო ამავე წლის 20 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, თბილისში. 13-14 მაისს მიხეილ მახარაძე ტრაპიზონში ოფიციალურ დელეგაციას ახლდა (მგზავრობისთვის უმაღლესმა საბჭომ მიკროავტობუსი დაიქირავა). სხვა დღეებში კი მიხეილ მახარაძე ბათუმში იყო და ქალაქიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო არ გასულა.

ბათუმსა და თბილისს შორის მანძილი 384 კილომეტრია. მიხეილ მახარაძის თბილისში ორჯერ მივლინების დროს, მაისში, ავტომანქანა დაახლოებით 1600-1700 კილომეტრს გაივლიდა, ხოლო დანარჩენი 3 260 კილომეტრი გამოდის, რომ ავტომანქანამ 19 დღეში ბათუმში გაიარა.

გახარჯული საწვავის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თავმჯდომარის ავტომობილებს (მაქსიმუმის შემთხვევაში _ ანუ 25 ლიტრი საწვავი ყოველ 100 კმზე) ათ თვეში 45 800 კილომეტრი აქვს გავლილი, რაც 5 724 კილომეტრით მეტია ეკვატორის სიგრძეზე (ცნობისთვის: დედამიწის წარმოსახვითი ხაზის სიგრძე 40 076 კმია).

საწვავის გარდა, თავმჯდომარის ამ სამ ავტომობილზე ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯებმა (სათადარიგო ნაწილები, საბურავები, ზეთები და სხვ.), თანამდევი მომსახურების გარდა, მიმდინარე წლის ათ თვეში 11 321 ლარი შეადგინა.

უმაღლესი საბჭოს აპარატში აცხადებენ, რომ ავტომანქანების შეკეთებისთვის თანხა ბიუჯეტში აღარ აქვთ, რის გამოც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გაფუჭებული ავტომანქანა თვენახევარია გაჩერებულია.

საწვავის შესაძენად და საბჭოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების გამართულად მუშაობისთვის კი უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან წელს 157 ათას ლარზე მეტი იყო გამოყოფილი (საბჭოს წევრებს საწვავის ტალონები ეძლევათ).

უმაღლეს საბჭოში მაღალი ხელფასი, თავმჯდომარის შემდეგ, ოპოზიციონერ მოადგილეს ნიაზ ზოსიძეს (გიორგი თარგამაძე _ ქრისტიანდემოკრატიული მოძრაობა) აქვს _ თვეში 2 350 ლარი; ამდენივეა კომისიის თავმჯდომარეების ანაზღაურება (სულ ხუთი კომისია) და ფრაქციის თავმჯდომარეებისაც _ თითოეულს 2 350 ლარი (საბჭოში ორი ფრაქციაა). კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 2 100 ლარია (სულ ხუთი მოადგილეა), უმაღლესი საბჭოს დანარჩენი ოთხი წევრისა კი, თითოეულის 1 950 ლარი თვეში.

უმაღლესი საბჭოს 18 წევრზე ბიუჯეტიდან ხელფასის სახით თვეში სულ 40 100 ანუ წელიწადში 481 200 ლარი გაიცემა.

უმაღლესი საბჭოს აპარატის 72 თანამშრომელზე კი ბიუჯეტიდან თვეში ხელფასებისთვის 83 510, ანუ წელიწადში ერთ მილიონ ლარზე მეტი იხარჯება (აპარატის უფროსის ხელფასი, თვეში _ 2 130 ლარია, აპარატის უფროსის მოადგილის _ 1 770, მთავარი სპეციალისტის _ 1 070, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის _ 1 770, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწეების (3 თანაშემწე) თითოეულის _ 1 540, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის მთავარი სპეციალისტის _ 1 070; უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოში, საბჭოს კომისიებში, დეპარტამენტებსა და განყოფილებებში კი სახელფასო განაკვეთის ოდენობა მაქსიმუმი _ 1 540, ხოლო მინიმუმი _ 590 ლარია თვეში).

მობილური ტელეფონის ბარათებისთვის თავმჯდომარის მოადგილეს თვეში 100 ლარი ეძლევა, კომისიის (ფრაქციის) თავმჯდომარეებს _ 80 ლარი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეებს _ 50, უმაღლესი საბჭოს წევრებს _ 40 ლარი. უმაღლესი საბჭოს თვრამეტივე წევრს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო საუბრებისთვის ცალკე აქვს გამოყოფილი თვეში 770 ლარის ლიმიტი.

მობილური ტელეფონის ბარათებისა და საქალაქთაშორისო და საერთაშორისო საუბრებისთვის თანხა ეძლევათ და გამოყოფილი აქვთ ლიმიტი უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამდებობის პირებსაც _ თვეში 970 ლარის ოდენობით.

უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამდებობის პირების მიერ სატელეფონო საუბრებში უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 35 220 ლარი იხარჯება.

უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან წელს ფრაქცია _ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აპარატის შენახვისთვის 81 ათასი ლარი, ხოლო ფრაქცია ქრისტიანდემოკრატების აპარატისთვის _ 75 ათასი ლარია გათვალისწინებული; 36 ათასი ლარი იხარჯება უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლებზე, ხოლო 39 ათასი ლარი ხმარდება სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს. ამ საბჭოში კი სამი წევრია და სამივე წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: იოსებ ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე), მერაბ ქიძინიძე და ომარ ავალიანი.

მივლინებებისთვის უმაღლესი საბჭოს წევრები წელს 47 371 ლარს გახარჯავენ; 165 740 ლარი ოფისის ხარჯებია; 20 220 ლარია გათვალისწინებული მიღებების, წვეულებებისა და ბანკეტებისთვის, 2 160 ლარი კი სუვენირების (საჩუქრების) შესაძენად.

დეპუტატების ბინით უზრუნველყოფისთვის უმაღლესი საბჭოს მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 31 200 ლარი გამოიყო. უმაღლესმა საბჭომ, თავმჯდომარის გარდა, საცხოვრებელი ბინები ერთი წლით ბათუმში წელს საბჭოს კიდევ სამ წევრს დაუქირავა _ ვაჟა ბოლქვაძეს, ზურაბ ხოზრევანიძეს და თემურ ბოლქვაძეს, თითოეულს 7 200 ლარად.

2009 წლის 31 ოქტომბრიდან უმაღლეს საბჭოში შტატები შეამცირეს. შემცირდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწისა და წამყვანი სპეციალისტის თითო შტატი, ასევე უფროსი სპეციალისტის ოთხი და სპეციალისტის ხუთი შტატი.

აჭარის 2010 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში კი, რომელიც უმაღლესმა საბჭომ იანვრამდე უნდა დაამტკიცოს, საკანონმდებლო ორგანოს ხარჯები მიმდინარე წელთან შედარებით მთლიანობაში 167 ათასი ლარითაა გაზრდილი და 2, 698 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,612 მილიონი ლარი ხელფასების გასაცემადაა გათვალისწინებული.

უმაღლესი საბჭოს 2009 წლის ბიუჯეტში ავტომანქანების შესყიდვისთვის თანხები არ არის გათვალისწინებული, ხოლო 2010 წლის ბიუჯეტის პროექტით _ მუხლშიარაფინანსური აქტივებიგათვალისწინებულია 370 ათასი ლარი, რომლის დანიშნულებაც ბიუჯეტის მიღებისა და მისი დეტალურად გაწერის შემდეგ დაზუსტდება. უმაღლეს საბჭოში არ გამორიცხავენ, რომ ამ თანხით ახალი ავტომობილები შეიძინონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი