საზოგადოება

დავა მილიონებზე

7 ნოემბერი, 2011 • 1787
დავა მილიონებზე

ორ კერძო პირს ბათუმში სახელმწიფომ რამდენიმე მილიონის ღირებულების ქონება წაართვა. მოქალაქეები, ჯერჯერობით, ქართულ სასამართლოებში საქმეებს აგებენ. “ბათუმელები” სამი კვირის განმავლობაში არკვევდა, როგორ შეიძლება გახდე საქართველოში მილიონერიდა როგორ დაკარგო ეს მილიონები.

,,ჰორიზონტის’’ საკუთრება

ფირმაჰორიზონტის” მფლობელი დავით ბერიძე ბათუმის მერიას კონსტიტუციის ოთხი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ილახება მისი მრავალშვილიანი ოჯახის, როგორც საკუთრების, ისე განვითარების უფლება და ადგილი აქვს დისკრიმინაციას. საქმე ეხებაჰორიზონტისსაკუთრებაში არსებულ კაფეპალმას”. ბერიძის მტკიცებით, მიწა, რომელზედაც კაფეა განთავსებული, ბათუმის მერიამ მუნიციპალიტეტის საკუთრებად დოკუმენტების გაყალბებით დაარეგისტრირა.

დავით ბერიძემ საკუთრების უფლება ბათუმში, ზუბალაშვილისა და . გამსახურდიას (ყოფილი კალინინისა და ორჯონიკიძის) ქუჩების კვეთაში არსებულ ტერიტორიაზე 1995 წელს მოიპოვა. ბათუმის მერის #293 გადაწყვეტილებით, ღია, საზაფხულო კაფის ასაშენებლადჰორიზონტს” 1063 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცა. სანაცვლოდჰორიზონტმა” აიღო ვალდებულება, საზოგადოებაჭეშმარიტი ბათუმელის” ფონდში გადაერიცხა მოგების 30 პროცენტი (ბერიძის თქმით, მას ამ ორგანიზაციისთვის თანხა არ გადაუხდია).

ბერიძემ კანონის დაცვით მოამზადა პროექტი და ააშენა კაფე, რომელიც ბათუმის მთავარი არქიტექტორის 1996 წლის 28 მაისის #2583 აქტით ექსპლუატაციაში შევიდა. 1997 წლის 7 ნოემბრის #11 სააღრიცხვო ბარათით მიწის მართვის სამმართველომ ტერიტორია აღრიცხაჰორიზონტისბალანსზე. როგორც ბერიძე აცხადებს, “ჰორიზონტი” დღემდე პატიოსნად იხდის ყველა გადასახადს, მათ შორის მიწის გადასახადსაც.

1998 წლამდე ქვეყანაში არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწას კერძო საკუთრებაში არ გადასცემდნენ. საქართველოს კანონით,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ”, კერძო სამართლის პირს, მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, ეს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა. მიწით სარგებლობის დამადასტურებელ საბუთს კი წარმოადგენსამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, ან მიწის ნაკვეთის გეგმა, ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი”.

2005 წელს დავით ბერიძემ საკუთრების დარეგისტრირების მიზნით საჯარო რეესტრს მიმართა: “ყველა საჭირო დოკუმენტი მოვაგროვე. გადავიხადე სარეგისტრაციო მოსაკრებელი. საჯარო რეესტრმა კი უმიზეზოდ მითხრა რეგისტრაციაზე უარი”.

2006 წელსჰორიზონტმასაჯარო რეესტრს სასამართლოში უჩივლა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროცესის დაწყება გააჭიანურა. 2008 წლის 14 ივლისს კი ეს სადავო ტერიტორია ბათუმის მერიამ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა (ბრძანება #646).

დავით ბერიძის ადვოკატის, აკაკი თოიძის განცხადებით, ამ ბრძანებით ბათუმის მერიამ კანონი დაარღვია: “მერიამ ეს მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში ისე დაირეგისტრირა, რომ შიგნით მოყვა ბერიძის კუთვნილი შენობა. საჯარო რეესტრში წარსადგენ მასალებში არ იყო ასახული ამ ტერიტორიაზე არსებული შენობანაგებობა. ეს იმიტომ არ მოხდა, რომ ხელშემშლელი ფაქტორი იყო და მერიამ დამალა. სწორედ ამ კანონდარღვევაზე ვდავობთ. ბათუმის მერიამ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და ეს საჯარო რეესტრმა არ გადაამოწმა”.

ადვოკატის განცხადებით, “ჰორიზონტს” სადავო ტერიტორიის საკუთრების იურიდიული უფლება აქვს, მაგრამროცა ხელისუფლების ინტერესია, კანონი არ მუშაობს”.

თვითმმართველობის ქონების შესახებ” კანონით, თვითმმართველობას შეუძლია, საკუთრებად დაარეგისტრიროს ქონება, თუაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე არ არის განთავსებული სახელმწიფო საკუთრების შენობანაგებობა და არ იმყოფება კერძო სამართლის სუბიექტის სარგებლობაში ან საკუთრებაში”.

ბათუმის მერიამ სადავო ტერიტორიის დასაკუთრების მოთხოვნით საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მიმართა. ბათუმის მერის (02.04.2008 წლის #2-26-793) წერილის საპასუხოდ მინისტრის მოადგილე, ბექარ ოქროსცვარიძე (2008 წლის 23 ივნისის #16/2 /10-8) წერს, რომ სამინისტრო თანახმაა, თუაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე არ არის განთავსებული სახელმწიფო საკუთრების შენობანაგებობები და არ იმყოფება კერძო სამართლის სუბიექტების სარგებლობაში ან საკუთრებაში”.

დავით ბერიძე მიიჩნევს, რომ სწორედ ამ წერილიდან გამომდინარე, დამალა მერიამ სადავო ტერიტორიაზე კერძო პირის, ამ შემთხვევაში მის მფლობელობაში არსებული კაფეს არსებობა, გააყალბა საბუთები და დაირეგისტრირა ტერიტორია.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიას იგივე დოკუმენტები აქვს წარდგენილი საჯარო რეესტრისთვის, რაც ბერიძეს: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ცნობადახასიათება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა. გამოდის, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან ერთ შემთხვევაშიჰორიზონტს” მიეცა ცნობა, რომ სადავო ტერიტორიაზე არსებული კაფე მას ეკუთვნოდა, ხოლო მერიამ განსხვავებული შინაარსის ცნობა მოიპოვა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, რომლითაც სადავო ნაკვეთის მესაკუთრე ბათუმის მერიაა, საკადასტრო გეგმაზე შენობა აღნიშნული არ არის (რეესტრი დოკუმენტაციას არ ქმნის და არ ცვლის, ანუ წარდგენილ დოკუმენტებს ამტკიცებს ან არ ამტკიცებს).

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი. სადავო ტერიტორიას, მერიის საკუთრებაში დარეგისტრირებამდე, ბათუმის საკრებულომ 2007 წლის 28 დეკემბერს გამწვანებისა და დასვენების ადგილის სტატუსი მიანიჭა. საკრებულოში სადავო ტერიტორიისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების შეტანა ბათუმის მერის 27 დეკემბრის #1385 ბრძანებით, მერიის იურიდიული სამსახურის მაშინდელ ხელმძღვანელს, გელა მახარაძეს დაევალა. მახარაძის მიერ ბათუმის საკრებულოში წარდგენილ საკადასტრო ნახაზზე კაფეს შენობა დატანილია და მისი ფართობი შეადგენს 187 კვ.მეტრს.

რადგან ბათუმის სასამართლომჰორიზონტის” სარჩელის განხილვა უსასრულოდ გააჭიანურა, ბერიძემ 2008 წელს ახალი სარჩელით მიმართა იმავე სასამართლოს და სადავო ტერიტორიის ბათუმის მერიის საკუთრებაში დარეგისტრირების გაუქმება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის 2009 წლის 6 ნოემბრის (#3-27/09) გადაწყვეტილებით, ბერიძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. სამოტივაციო ნაწილში წერია, რომ საჯარო რეესტრმა სამართლიანად უთხრა უარი მიწის დარეგისტრირებაზე. “მოსარჩელეს უნდა მიემართა ბათუმის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიისთვის”, _ წერია გადაწყვეტილებაში.

ჰორიზონტის” 2006 წლის სარჩელის განხილვა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ 2010 წელში დაიწყო. მან 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. მოტივი საკმაოდ ბუნდოვანია. მოსამართლემ გაიზიარა საჯარო რეესტრის მტკიცება, რომ ბერიძემ ვერ წარადგინა საჭირო დოკუმენტები: “1995 წლის #293 ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით არ დგინდება, თუ რა რაოდენობის ფართობი გადაეცაჰორიზონტს”. როგორც დადგინდა, სადავო ტერიტორია ამჟამად არ არის სახელმწიფო საკუთრება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საჯარო რეესტრის დავალდებულების საფუძველი მოსარჩელე ჩათვალოს მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელად და დაარეგისტრიროს მისი საკუთრება”.

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (ყოფილი იურიდიული სამსახურის უფროსი) გელა მახარაძე ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს: “საქმე სასამართლო წარმოებაშია და ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. სასამართლოს დასრულებამდე არანაირი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ეს არის დავით ბერიძის შანტაჟის ფორმა. ამაზე აყოლას ბათუმის მერია არ აპირებს”.

ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებაჰორიზონტმა” სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. პარალელურად ბერიძემ მერის 2008 წლის #646 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეიტანა.

აჭარის კოოპერაციული ინსტიტუტი

ჰორიზონტის” მსგავსი პრობლემა აქვსაჭარის კოოპერაციულ ინსტიტუტს”. სასწავლებლის ხელმძღვანელი, შოთა ფუტკარაძე აცხადებს, რომ მან კანონის სრული დაცვით 1992 წელს რუსი სამხედროებისგან შეიძინა 2,15 ჰექტარი მიწის ფართობი ფიროსმანის ქუჩაზე, სპორტსკოლასა და რესტორანხიხანს” შორის. ამ ტერიტორიაზე მას გააჩნია საკუთრების სრული უფლება, მაგრამ ბათუმის მერიის #646 ბრძანებით მას ეს მიწა ჩამოერთვა.

1991 წელს ამიერკავკასიაში გაუქმდა სამხედრო ბაზები. საქართველოს მინისტრთა საბჭოსა და მოსკოვის სარდლობის შეთანხმებით სამხედრო ბაზები და შენობანაგებობი გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. საქართველოს მთავრობის 1992 წლის 23 აპრილის #446 ბრძანებით ის სამხედრო ქონება, მათ შორის მიწა, რომელიც მიზანშეწონილი არ იყო, გადასცემოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ნება დაერთოთ, ეყიდათ კერძო პირებს, კოოპერატივებს და .. ფუტკარაძემ ეს ქონება 1992 წლის აპრილის თვეში შეისყიდა და მასში 600 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი რუბლი გადაიხადა.

ბათუმის მერიამ ტერიტორიის ნაწილი უკვე გაასხვისა, თუმცა ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ ამ ტერიტორიაზე საკუთრების კონსტიტუციური უფლება გააჩნია და ადრე თუ გვიან თავის უფლებებს აღიდგენს: “მერია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 1 კვ.მეტრ მიწას 315 ლარად ყიდის. .. სადავო ტერიტორიიდან (სასწავლებელს ამჟამად 15 330 კვ.მეტრზე გააჩნია პრეტენზია) 4 828 950 ლარის შემოსავალი უნდა მიეღო. მე მყავდა კლიენტი, რომელიც 1 კვ.მეტრში 1600 ლარს მიხდიდა. მერიას შევთავაზე, მოეცათ გაყიდვის უფლება და კანონით გათვალისწინებულ მოგების 20 პროცენტს სახელმწიფოს გადავუხდიდი. ამ ტერიტორიიდან შემომივიდოდა 24 528 000, რომლის 20 პროცენტი 4 905 600 ლარია. .. სახელმწიფო არც არაფერს კარგავდა. არ დამთანხმდნენ. შევთავაზე, რომ ამ ფასად მე ვიყიდდი და მოგების გადასახადს _ 4 828 950 ლარსაც დავამატებდი. არც ამაზე დამთანხმდნენ”.

შოთა ფუტკარაძემ ქონებაზე დავა ქართულ სასამართლოებში საბოლოოდ წააგო. ის დავის გაგრძელებას ევროპის სასამართლოში აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი