საზოგადოება

გარემოს დაცვის სამმართველო გარემოსთვის საშიშ ქიმიკატებს ეძებს

7 ნოემბერი, 2011 • 2439
გარემოს დაცვის სამმართველო გარემოსთვის საშიშ ქიმიკატებს ეძებს

ბათუმის გემთსაშენ ქარხანაში არსებული ვადაგასული და გამოუსადეგარი 22 ტონა ქიმიკატებისა და ლაქსაღებავების ადგილსამყოფელი სახელმწიფოსთვისაც კი უცნობია. ქიმიკატები, რომელთა არსებობა გარემოს დაბინძურების საშიშროებას ქმნიდა, სპეციალისტების განცხადებით, უნდა განადგურებულიყო. “ბათუმელებმა” დაადგინა, რომ კომპანიამ ეს ნივთიერებები გაყიდა.

ბათუმის გემთსაშენი ქარხანა გასული წლის ივლისში შპსჯორჯია შიპიარდიმ” იყიდა. ქარხანა ზღვასთან ახლოს მდებარეობდა, ამიტომ ქარხნის კუთვნილი შენობანაგებობები ხელისუფლებამ ბულვარის განაშენიანების მოტივით დაანგრია.

ქარხანაში 125 დასახელების 22 ტონაზე მეტი ქიმიკატი და ლაქსაღებავები ინახებოდა. სად და რა პირობებში ინახება ეს ნივთიერებები ამჟამად? _ კითხვას ქარხნის წარმომადგენლები ოფიციალურად არ პასუხობენ. არაოფიციალურ საუბრებში კი აცხადებენ, რომ ქიმიკატების ნაწილი გაყიდეს. აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში კი ქიმიკატების ადგილმდებარეობაზე ინფორმაცია არ აქვთ.

2009 წლის 3 სექტემბერს ყოფილი გემთსაშენი ქარხნის ხელმძღვანელობამ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსს, დავით ფირცხალაიშვილს ოფიციალური წერილით მიმართა: `ქარხნის საწყობში საბჭოური დროიდან ინახება ვადაგასული, სასაქონლო სახედაკარგული და გამოუსადეგარი ქიმიკატები და ლაქსაღებავები, რომელიც ექვემდებარება განადგურებას”.

`ჩვენ მივმართეთ გარემოს დაცვას, რომ ჩატარებულიყო ამ პროდუქტების უტილიზაცია. მოვიდნენ, შეამოწმეს და აღწერეს, მაგრამ შემდეგ რა გადაწყდა, ან ვინ და სად წაიღო ქიმიკატები, ჩემთვის უცნობია, _ აცხადებს ყოფილი ქარხნის ქიმიკოსი ჟანა სურგულაძე. _ გარემოს დაცვის სამმართველოს ჯერ კიდევ ქარხნის გაყიდვამდე და დანგრევამდე მივმართეთ. ქიმიური პროდუქტები ვადაგასულია, 20-30 წლის წინანდელი, ამიტომ წარმოებისთვის გამოუსადეგარი იყო”.

ამ ქიმიკატებს, როგორც გავარკვიე, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოც ეძებს _ აცხადებს სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დალი მახარაძე _ ყველგან დაგზავნილი გვაქვს ოფიციალური წერილები, მაგრამ ვერ მივაკვლიეთ, სად წაიღეს ეს ქიმიური პროდუქტები”.

დალი მახარაძის განცხადებით, სამმართველომ შპსჯორჯია შიპიარდს” ოფიციალურად მიმართა და მოსთხოვა ქიმიკატების ადგილმდებარეობის დასახელება, თუმცაპასუხი დღემდე არ მიგვიღია. შესაძლებელია, ჩვენ არ ჩაგვაყენეს საქმის კურსში და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ჩვენი გვერდის ავლით მიმართეს”.

ბათუმელები” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც ამ სამინისტროს თანამშრომელმა, ალვერდ ჩანქსელიანმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, “ჟორჯია შიპიარდიდან” სამინისტროში რაიმე სახის წერილი, რომლითაც ფირმას რეკომენდაცია ან ქიმიკატების უტილიზაციის მიზნით რაიმე სახის დახმარება ეთხოვა, არ შემოსულა”.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში შიშობენ, რომ შესაძლებელია გამოუსადეგარი ქიმიკატები გარემოში მოხვედრილიყო.

ქიმიკატებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ გარემოს დაცვის ინსპექციაში. “ჩვენთვის არავის მოუმართავს. როცა შემოდის შეტყობინება, გავდივართ და ვამოწმებთ. არა მგონია, ეგ ქიმიკატები შენახული ჰქონდეთ. რამდენადაც ვიცი, მათი უტილიზაცია მოხდა, თუმცა მაგ საკითხით მაინც დავინტერესდებით” _ აცხადებს ინსპექციის უფროსი, გია ერმაკოვი.

ქიმიკატებთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამმართველოს ქარხნის ახალმა მეპატრონემაც მიმართა. 2010 წლის 2 თებერვალს გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: “… გადმოგვეცა ამ საწარმოს ბალანსზე არსებული ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისი ქიმიური პროდუქტებიაღნიშნული ქიმიკატები ინახება ჩვენი საწარმოს საწყობში და საჭიროებს გაუვნებელყოფას. გთხოვთ, გაგვიწიოთ დახმარება არსებული, გამოსაყენებლად უვარგისი ქიმიკატების ინვენტარიზაციის ჩატარებაში”.

წერილს ხელს აწერსჯორჯია შიპიარდის” მმართველი გოჩა ქურთიაშვილი.

ამ წერილზე გარემოს დაცვის სამმართველომჯორჯია შიპიარდს” ოთხი თვის დაგვიანებით, მიმდინარე წლის 13 მაისს უპასუხა: “თქვენი 2 თებერვლის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომგამოსაყენებლად უვარგისი ქიმიური პროდუქტების უტილიზაცია უნდა განხორციელდესგარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის მქონე სუბიექტის მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა უვარგისი ქიმიკატების შენახვასა და უტილიზაციაზე ეკისრება მის მფლობელს”.

სად ინახება ქიმიკატები ქარხნის კუთვნილი შენობანაგებობების დანგრევის შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებადბათუმელები” გოჩა ქურთიაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა. ‘მე თბილისში ვიმყოფები. ბათუმში ორშაბათს ჩამოვალ. თუმცა ქარხნის მეპატრონის გარეშე კომენტარს მაინც ვერ გაგიკეთებთ. მეპატრონე კი უცხოეთშია და უნდა შევუთანხმო” _ განაცხადა მან.

იმავე დღეს, შპსჯორჯია შიპიარდის” სახელითბათუმელებს” გარემოს დაცვის ყოფილი უფროსი დავით ფირცხალაიშვილი დაუკავშირდა (იგი ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტროში მრჩევლად მუშაობს).

დამირეკეს და მთხოვეს, მოვსულიყავი. რამდენიმე თვის წინ მე ამ ქარხანაში კონსულტანტად ვმუშაობდი და ქიმიკატებთან დაკავშირებულ საკითხზე ინფორმირებული ვარ”, _ განაცხადა მან. კომპანიის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, დავით ფირცხალაიშვილმა ებრაელი ინვესტორის _ იოჰანან ელიგულას წარმომადგენლების ელექტრონული ფოსტის მისამართიც მოგვაწოდა, რის მეშვეობითაც კომპანიის უცხოელ მფლობელებს ქიმიკატებთან დაკავშირებული კითხვები გავუგზავნეთ, თუმცა ისინი არ გამოგვეხმაურნენ.

დავით ფირცხალაიშვილმა კი, როგორც ქარხნის ყოფილმა კონსულტანტმა, “ბათუმელებთანარაოფიციალურად ისაუბრა:

როგორც გავიგე, ქიმიკატების უტილიზაცია ძალიან ძვირი ჯდება. უტილიზაციის ლიცენზია მხოლოდ ერთ პირს აქვს და მან 33 ათასი ლარი მოითხოვა. ამიტომ, მაგალითად, ზეთები, საღებავები, წებოები და ლაქები, გაყიდეს. სხვადასხვა კერძო პირმა იყიდა. ავტომანქანის ზეთი ბაზარზე ლიტრი 4 ლარი ღირს, “შიპიარდმა” კი დაბალ ფასად გაყიდა, რადგან უნდათ, რომ ფართი გამოუთავისუფლდეთ”.

ყოფილი ქარხნის წარმომადგენლების, ასევე თავადჯორჯია შიპიარდის” მმართველის წერილებში კი გარკვევით წერია, რომ ქიმიკატები გამოსაყენებლად უვარგისია და უნდა განადგურდეს.

ასეთი ნივთიერებების განადგურებაზე შესაბამისი ნებართვა საქართველოში მხოლოდ შპსქიმიანისგააჩნია. “ქიმიანის” დირექტორი, . მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ დოლიძებათუმელებთან” სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ქიმიკატები, რომლებიც ყოფილი გემთსაშენი ქარხნის ტერიტორიაზე ინახება, “იქ არ უნდა იყოს და აუცილებლად უნდა განადგურდეს. ეს ნივთიერებები გარემოსთვის საშიშია”.

ჯორჯია შიპიარდის”ქიმიანისთვის” დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მიუმართავს. ავთანდილ დოლიძე აცხადებს, რომ ის ორჯერ იმყოფებოდაგემთსაშენისტერიტორიაზე, მათ შორის აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენელთან ერთადაც და ქიმიკატების განადგურებაზე შიპიარდისთან~”სიტყვიერ შეთანხმებასაც მიაღწიეს: “ეს დიდ თანხებთან დაკავშირებული არ ყოფილა. ჩემი მხრიდან ხელმოწერილი ხელშეკრულებაც კი დავტოვე, მაგრამ ბოლო ექვსი თვეა აღარავინ შემომხმიანებია. არ ვიცი, რა ხდება, მგონია, მეპატრონეს ელოდებოდნენუბრალოდ მიმაჩნია, რომ ჩემმა ერთმა კლიენტმა გადაიფიქრა”.

ავთანდილ დოლიძე იმასაც აცხადებს, რომ იმ ნივთიერებების გაყიდვა და მოხმარება, რომლებიც მან ბათუმშიგემთსაშენის” ტერიტორიაზე ნახა, დაუშვებელია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის დეპარტამენტის უფროსი ლევან მჟავანაძე: “ჩვენ ქარხანას ყველა აქტივის რეალიზებაზე მივეცით თანხმობა. თანხმობა საჭიროა მხოლოდ ძირითადი საშუალებების რეალიზაციაზე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მომხდარიყო, ქიმიკატები კი ძირითად საშუალებებში არ შედის. ქიმიკატების საკითხი სპეციფიკურია და გარემოს დაცვის სამმართველოში უნდა გაარკვიოთ”.

თუ მართლაც გაყიდეს კომპანიის წარმომადგენლებმა გამოუსადეგარი და ვადაგასული პროდუქცია, როგორც იურისტი გია ქარცივაძე ამბობს, ამ შემთხვევაში ირღვევა კანონი მომხმარებელთა უფლებების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი