საზოგადოება

ქართული ბიზნესის რვაფეხა

7 ნოემბერი, 2011 •
ქართული ბიზნესის რვაფეხა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლიბათუსი”, რომელიც მოსკოვის მერის _ იური ლუჟკოვის მეუღლის საკუთრება იყო, ბათუმის მერიამ 2006 წლის 11 აგვისტოს აუქციონზე გაყიდა. უძრავი ქონების ერთადერთი მყიდველი შპსაჭარინვესტიაღმოჩნდა. “აჭარინვესტი” ამ აუქციონის ჩატარებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 2006 წლის 20 ივლისს, დაარსდა.

“აჭარინვესტმა” ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 1,880 მილიონ ლარად იყიდა 18 800 კვადრატული მეტრი მიწა, რომელზეც აშენებული იყო სახლი, საერთო ფართობით– 36 000 კვადრატული მეტრი. ანუ ერთი კვადრატული მეტრი ფართობი ზღვისპირა ზოლში კომპანიამ 52 ლარად იყიდა. “აჭარინვესტი” აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო. იმავე წელს ბულვარში მას (საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ) მერიამ 11-წლიანი იჯარით სამი ათასი კვ/მეტრი მიწის ფართობიც გადასცა.

ჰოლდინგისაქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი

საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, “აჭარინვესტის” დამფუძნებელი ჰოლდინგისაქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია”. ამავე წყაროს მიხედვით, ეს ინდუსტრიული ჯგუფიც 2006 წელსაა დაარსებული. მისი მფლობელი კი, ობშორულ ზონაში, კერძოდ მარშალის კუნძულებზე, 1994 წელს დაარსებული კომპანიაჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედია”. ამ კომპანიას ჰყავს ერთადერთი ქართველი პარტნიორი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი. ის საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისა და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის ძმაა.

ინფორმაცია, რომჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედი” ობშორულ ზონაშია დაფუძნებული და მისი პარტნიორი საქართველოში დავით ბეჟუაშვილია, თავად პარლამენტარს უწერია საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში, რომელსაც საჯარო მოხელეები ყოველწლიურად ავსებენ.

ჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედის” საქმიანობის შესახებ ინტერნეტსივრცეში მწირი ინფორმაცია მოიპოვება. კომპანიას არც საკუთარი ვებგვერდი გააჩნია, ამიტომ უცნობია, რა საქმიანობას ეწეოდა იგი საქართველოში შემოსვლამდე და რამდენად წარმატებული იყო.

ჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედი” საქართველოში გერმანულმა კომპანიამჰაიდელბერგ ცემენტმა” 2006 წელს ქართული კომპანიასაქცემენტის” ამუშავების მიზნით შემოიყვანა და ახალი საწარმო შექმნა. ეს ინფორმაცია იმავე წელს ქართულ ვებგვერდზე, სივილ. გეზე გავრცელდა. ამავე ინფორმაციით, საწარმოშიჰაიდელბერგ ცემენტს” აქციების 75 პროცენტი ერგო, “ჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედს” კი _ 25 პროცენტი. საინფორმაციო სააგენტოსარკეს” მონაცემებით, გერმანული კომპანიის ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 350 მილიონ ლარს აღემატებოდა. “2009 წელს კი დაგეგმილია 35 მილიონი ევროს ინვესტირება”.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ გერმანული კომპანია ამ საწარმოში წილებს მხოლოდ რამდენიმე თვით ფლობდა. საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2006 წლის 28 მარტამდესაქცემენტის” 100-პროცენტიანი წილის მფლობელი დავით ბეჟუაშვილის მეუღლე, თეა ჭეიშვილია. 2007 წლიდან დღემდე კი კომპანიის 100-პროცენტიანი მეწილესაქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” გახდა. ანუ გერმანულმა კომპანიამსაქცემენტში” მხოლოდ ერთი წელი იმუშავა.

დავით ბეჟუაშვილი 2003 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომჩემექსიმ ინტერნეიშენალი ლიმიტედისგან” დივიდენდები მხოლოდ 1998 წლამდე აქვს მიღებული, თუმცა რამდენი (ლარი, დოლარი), დაკონკრეტებული არ არის. კომპანიიდან მიღებული მოგება _ ხუთი მილიონი დოლარი კი, დავით ბეჟუაშვილს მხოლოდ 2008 წლის ქონებრივ დეკლარაციაში აქვს ასახული.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ქართული ბიზნესის ყველაზე დიდ და მთავარ სეგმენტს ფლობს: ენერგეტიკას, ბუნებრივი რესურსების მოპოვებადამუშავების, საშენ მასალათა წარმოების, ლოჯისტიკური მომსახურების, დეველოპმენტის, მედიაბიზნესსა და სხვა სფეროებსაც მოიცავს. ასევე საავტომობილო და ნავთობის ბიზნესსაც.

ამ ყველაფრის მესაკუთრე “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” დაარსებიდან რამდენიმე თვეში ხდება. მასვე ეკუთვნის წილები შპსსაქნახშირი _ ჯიაიჯი ჯგუფში”, რომელიც (მისი დამფუძნებლების და პარტნიორების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ინფორმაცია არ მოიპოვება) საქმიანობას ტყიბულის მაღაროებში 2006 წელს შეუდგა; შპსინტერტრანსი”, რომელიც საბაჟო მომსახურებას ეწევა. კერძოდ, ქვეყანაში რკინიგზით შემოსულ კონტეინერებს ანბაჟებს. ინდუსტრიული ჯგუფის შემადგენლობაშია დურნუკის ღორღის ქარხანა და ინდუსტრია კირი. მასვე ეკუთვნის საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია, რომელიც თავის დროსსაქცემენტმა” დააარსა და მის საქმიანობას ბუნებრივი აირის იმპორტი და დისტრიბუცია წარმოადგენს.

ინდუსტრიულ ჯგუფში შედის კიდევ ერთი შპსგლობალტრანსი”. ჰოლდინგის ვებგვერდის ინფორმაციით, ის 2005 წელსაა დაარსებული. თავდაპირველად კომპანიის ფუნქცია ცემენტის ტრანზიტი იყო, მაგრამ 2007 წლისთვის თავის შესაძლებლობებს აფართოებს. “გლობალტრანსიჩართული იყო ავტობანისა და მილენიუმის პროგრამით განსაზღვრული გზის, სამხედრო ბაზების, სარწყავი და სასმელი წყლის სათავო ნაგებობების მშენებლობაში. ეს პროექტები ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ასევე კომპანია მონაწილეობდა სახელმწიფო პროგრამით აშენებული სკოლებისა და მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში”, _ წერია ჰოლდინგის ვებგვერდზე.

მიმდინარე წლის 23 თებერვალს გამართულ აუქციონზე ჰოლდინგის, კერძოდ კისაქართველოს ენერგეტიკული კორპორაციის” საკუთრებაში გადავიდათბილსრესიც”. “თბილსრესის” გასაყიდი ფასი თავდაპირველად 321 753 828 ლარი იყო, თუმცა საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების გადაწყვეტილებით, ეს ფასი აუქციონის დღეს 165 135 172 ლარამდე შემცირდა.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ბიზნესწილებს ელექტრონულ მედიაშიც მართავს. კერძოდ, ტელეკომპანიებში: რუსთავი-2 (30%); მზე (45%); 1-ლი სტერეო (65%) და 1-ლი რადიო. მანვე დააარსა მედიაბიზნეს კონსალტინგი, რომელიც ინგლისურენოვანი გაზეთის, სააგენტოს და სარეკლამო ბაზარზე საქმიანობითაა დაკავებული. ჰოლდინგი მედიაგაერთიანებაც 2006 წელსაა შექმნილი. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია _ GEORGIAN MEDIA INCORPORATED – ტელეკომპანია იმედის მეწილეც ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მედიაბაზრის დიდ ნაწილს აკონტროლებს.

GEORGIAN MEDIA INCORPORATED –, ისევე, როგორც ჩემექსიმ ინტერნეიშენალი, ობშორულ ზონაშია რეგისტრირებული, ოღონდ ეს კომპანია 2007 წელს არის დაფუძნებული.

ქართული ბიზნესის მაგნატი _ დავით ბეჟუაშვილი

დავით ბეჟუაშვილისბეგრაუნდი”, ანუ როგორ გახდა იგი ქართული ბიზნესის მაგნატი?

დავით ბეჟუაშვილი წარმოშობით თეთრიწყაროს რაიონიდან, კერძოდ, დაბა მანგლისიდანაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მიერ დაარსებული კომპანიების დიდი ნაწილი სწორედ ამ რაიონის სასამართლოშია რეგისტრირებული. მისი შრომითი საქმიანობა 1998 წელს, სსსაქტრანსგაზმრეწვიდან” იწყება, სადაც იგი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ერთი წლის შემდეგ კი ის სსსაქგაზის” გენერალური დირექტორი ხდება. სწორედ ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს აღიძრა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისებაში ედებოდა ბრალი. მიუხედავად ამისა, დავით ბეჟუაშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და გადასახადებისა და საგადასახადო შემოსავლების ქვეკომიტეტის თავმჯდომარეც გახდა.

2003 წელს გენერალურმა პროკურატურამ კვლავ დააყენა საკითხი ბეჟუაშვილისთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ, რადგან პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით, გამოძიებას სერიოზული დაბრკოლებები ექმნებოდა. დავით ბეჟუაშვილის საქმეს გენერალური პროკურატურა 2000 წლიდან სწავლობს.

მაშინდელი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, როსტომ დოლიძე, აცხადებდა, რომ ბეჟუაშვილის წინააღმდეგ საქმის გამოძიება აუცილებლად უნდა გაგრძელებულიყო.

დავით ბეჟუაშვილი მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას პოლიტიკურ დევნად აფასებდა. “სხვა რაა, თუ არა დევნა, იმიტომ, რომ მოახლოებულ არჩევნებში დავით ბეჟუაშვილმა თავისი პოლიტიკური არჩევანი გააკეთოს, თუნდაც ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელიმე მხარეს დაუჭიროს მხარი”, _ აცხადებდა იგი.

მიუხედავად იმისა, რომ გენერალურ პროკურატურას დავით ბეჟუაშვილის მისამართით კვლავ რჩება კითხვები, იგი 2008 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მაინც ხდება. ამჯერად იგინაცმოძრაობის” ფავორიტია. პირველი გადეპუტატების დროს კი პარლამენტშიმოქალაქეთა კავშირის” მაჟორიტარი იყო. დასრულდა თუ არა საბოლოოდ ბეჟუაშვილის საქმესთან დაკავშირებული გამოძიება, უცნობია, რადგან საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელის, ხათუნა იოსავას განცხადებით, ამ საკითხზე პროკურატურაში ინფორმაცია არ მოიპოვება. “ძველი საქმეა და ვერავინ ვერაფერს მეუბნება. ყოველ შემთხვევაში, საქმე წარმოებაში არ არის”, _ აცხადებს იგი.

 

არის თუ არა სახელისუფლებო ინტერესები დავით ბეჟუშვილის ბიზნესში?

საქართველოში ბიზნესის განვითარების კოეფიციენტი, ექსპერტების განცხადებით, ძალიან დაბალია. ეჭვს ბადებს ის გარემოებაც, რომ ინდუსტრიული ჯგუფის დამაარსებელი კომპანია ობშორულ ზონაშია რეგისტრირებული, რაც მის გაუმჭვირვალობას განაპირობებს. აგრეთვე, ის ფაქტორიც, რომ მისი წარმომადგენლები ყოფილი სახელისუფლებო პირები არიან. მაგალითად:

ნიკოლოზ ჩანტლაძე, შპსაჭარინვესტის” წარმომადგენელი, რომელიც სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემის დროს ბათუმის მერიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 2008 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იგი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, პრივატიზების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. პარალელურად მუშაობდა შპსჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში” _ პროექტის მენეჯერად, სადაც 18 ათასი ლარი აქვს შრომითი ანაზღაურება მიღებული. 2001 წელს კი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში– სამრეწველო საწარმოთა პრივატიზებისა და რესტრუქტურიზების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.

შოთა ქელდიშვილი: “აჭარინვესტრის” ხელმძღვანელი _ 1998 წლის დეკლარაციის მიხედვით, იგი მუშაობდა საქართველოს ქონების მართვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილე; 2002 წლის 16 იანვარი _ ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურში, უფროსის მოადგილე. იმავე წლის 19 სექტემბერს უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. 2003 წელს კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუშაობდა.

ნათია თურნავა: იგი საქართველოს ინდუსტრიულ კომპანიაში შემავალი ერთერთი მსხვილი კომპანიისსაერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის” გენერალური დირექტორია. მისი 2005 წლის 19 მაისის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თურნავა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ამასთან, იგი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში მდივნის მოადგილედ მუშაობდა.

ვალერიან ხრუსტალი: 2000 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. ის შპსქართული ცემენტში” ბიზნესწილებს (8%) ფლობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი